Logo

BSL-2 და BSL-3 (ბიოუსაფრთხოების მეორე და მესამე დონის ლაბორატორიები)

title ლუგარის ცენტრში არსებობს BSL-3 და BSL-2 ლაბორატორიები რაც უნიკალურს ხდის მას კავკასიის რეგიონში. პათოგენების ეროვნული საცავი მოთავსებულია BSL-3 ზონაში. ამ ზონაში შესვლა მკაცრად შეზღუდულია, დაშვების კონტროლისთვის გამოიყენება სპეციალური ინდივიდუალური კოდების სისტემა და  თვალის სკანირება. BSL-3 ზონა წარმოადგენს მრავალ, სპეციალურ სერთიფიცირებულ  მომხმარებელზე გათვლილ ლაბორატორიას და აღჭურვილია ისეთი თანამედროვე სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობით და განგაშის სისტემებით, როგორიცაა ერთმიმართულებიანი ჰაერის ნაკადის სისტემა, დიფერენციული ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა, ორმაგკარიანი საჰაერო შლუზები, საშხაპეებით აღჭურვილი ვესტიბულები, ორკარიანი ავტოკლავები, იზოლირებული დეკონტამინაციის სისტემა, ჰაერის გამწოვი სისტემები ორმაგი HEPA  ფილტრებით,  აგრეთვე შესაბამისი  თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობით.