Logo

ბავშვების რეგულარული ფიზიკური აქტივობა

title

რას ნიშნავს რეგულარული ფიზიკური აქტივობა? 

ფიზიკური აქტივობა არის ჩვენი სხეულის ნებისმიერი მოძრაობა კუნთებით,  რომელიც მოითხოვს ენერგიის ხარჯვას. რეგულარული კი ნიშნავს, როდესაც ამ მოძრაობებს  თანაბრად და სისტემატურად ვასრულებთ.

ფიზიკური აქტივობის დასახასიათებლად გამოიყენება ინტენსიურობა და მისი დონეები.

ინტენსიურობა ეს არის ფიზიკური აქტივობის საზომი ერთეული და გვიჩვენებს თუ რამდენად დაძაბული მუშაობს ადამიანი, განსაზღვრული სახის აქტივობის შესრულების დროს[i],  (ან ეს არის ენერგიის რაოდენობა, რომელსაც იყენებს ორგანიზმი მოძრაობის დაწყების მომენტიდან[ii]). დაძაბულობის მიხედვით კი ასხვავებენ: დაბალინტენსიურ, საშუალო ინტენსიურ და მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას.

დაბალინტენსიური ფიზიკური აქტივობის დროს, ხვდებით ალბათ, ისე არ დავიღლებით რომ გულის ცემა და პულსი აგვიჩქარდეს, არც კუნთები დაგვეძაბება და გაგვივარჯიშდება. ამიტომ, დამეთანხმებით ასეთი ფიზიკური აქტივობისთვის  დროის დაკარგვა არ ღირს.

თუ გნებავთ, რომ ფიზიკური აქტივობით სერიოზულად დაკავდეთ, გაეცანით ინტენსივობის  დონეებს და თქვენი ასაკისათვის განსაზღვრულ ნორმებს:

  • საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის დროს გულის ცემის რითმი და პულსი, ოდნავ შესამჩნევად შეგეცვლებათ და აგიჩქარდებათ, თუ: ყოველდღე არანაკლებ ერთი საათი ივლით ჩქარი ნაბიჯებით, იცეკვებთ, ველოსიპედით ისეირნებთ ზომიერი სიჩქარით, საშინაო საქმიანობაში მოეხმარებით ოჯახის წევრებს და სხვა მრავალი, თვითონაც შეგიძლიათ ყოველდღე რამე ახალი მოიფიქროთ.
  • მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობის დროს გულის ცემის რითმი და პულსი საგრძნობლად აგიჩქარდებათ, ოფლიც უხვად გამოგივათ. თუ: ირბენთ, ველოსიპედით მაღალი სიჩქარით ისეირნებთ, ენერგიულად იცეკვებთ, დაკავდებით აერობიკით, იცურავებთ, სხვადასხვა სპორტულ თამაშებში და შეჯიბრებებში ჩაერთვებით. აგრეთვე, თუ ასეთი ფიზიკური აქტივობით კვირაში არანაკლებ სამი დღე მინიმუმ ერთი საათით დაკავდებით, ეს თქვენი ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარებისათვის საუკეთესო საშუალება იქნება.

ზაფხული  საუკეთესო დროა სუფთა ჰაერზე, ნებისმიერ ამინდში, დროის დიდი ნაწილი გაატაროთ  რეგულარული ფიზიკური აქტივობით და აინაზღაუროთ მთელი წლის დანაკლისი, რასაც სკოლაში სწავლის გამო ვერ ახერხებდით.

თუ ზაფხული ძალიან ცხელი აღმოჩნდა ფიზიკური აქტივობა უნდა განახორციელოთ დღის შედარებით გრილ ნაწილში: დილით ადრე ან საღამოს. შუადღის სიცხეში, სახლში დარჩით და წიგნი წაიკითხეთ: გონებასაც ხომ უნდა „გავარჯიშება“ ზაფხულში?!

 

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო