Logo

სიგარეტი – ღირს ამ “სიამოვნებაზე” უარის თქმა!

title

სიგარეტი – ღირს ამ “სიამოვნებაზე” უარის თქმა!

1850 წელს გრაფ და გრაფიანი დე ბოკარმეს ციხე-დარბაზში ვახშმობა ბელგიელი გუსტავ ფუნისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მემკვიდრეობას დახარბებულმა გრაფმა და გრაფიანიამ, ძმის მოსაშორებლად ისეთი მომწამლავი ნივთიერება გამოიყენეს, რომლის აღმოჩენა გარდაცვლილის ორგანიზმში და შესაბამისად, მათი ბრალეულობის დადგენა არავის შეეძლო. მკვლელებისთვის შთაგონების წყარო ფრანგი პროკურორის განცხადება გახდა. ის მორფინით მკვლელობის საქმის წარუმატებელი გამოძიებისას, სასამართლოს დარბაზში ფაქტიურად გაყვიროდა: „მოდით, ყველა პოტენციურ მკვლელს ვუთხრათ, მკვლელობისთვის გამოიყენონ მცენარეების შხამი... საშიში არაფერია, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში ფიზიკური მტკიცებულების პოვნა შეუძლებელია...მკვლელები  არ დაისჯებიან...“ თუმცა, გრაფს და გრაფინიას არ გაუმართლათ და მალე სახრჩობელაზეც აღმოჩნდნენ. მათი ჩადენილი მკვლელობის გახსნამ კი შეცვალა ტოქსიკოლოგიის ისტორია და  სასამართლო მედიცინას  დაუდო საფუძველი. სხვათაშორის, ამ მკვლელობისთვის გამოყენებული იარაღი მცენარეული ალაკალოიდი-ნიკოტინი იყო[i]...

ნიკოტინი, კოფეინთან და სტრიქნინთან ერთად, ძაღლყურძნისებრთა ოჯახის მცნარეებში, განსაკუთრებით თამბაქოში, მოიპოვება (არსებობს 66–მდემცენარერომეიცშეიცავსნიკოტინს. 19 მათგანისსამშობლოავსტრალიაა). ის ზეთოვანი, უფერო, მომწარო გემოს სითხეა თამბაქოს სუნით. სხვათაშორის, ნიკოტინის ამ თვისებების გამო, ბალახისმჭამელი ცხოველები, ადამიანებისგან განსხვავებით, არ ეკარებიან მის შემცველ მცენარეებს; ადამიანები კი არად დაგიდევენ მცენარის გამაფრთხილებებლ სიგნალებს და „სიამოვნების“ მიღების მიზნით ეტანებიან. რაც შეეხება თვითონ ტერმინს – „ნიკოტინი“, ის  თამბაქოს ერთ–ერთი უდიდესი დამცველის, მე–16 საუკუნეში პორტუგალიაში საფრანგეთის ელჩის ჯენ ნიკოტ დე ვილემანის სახელთანაა დაკავშირებული.

ნახშირბადი, აზოტი და წყალბადი – დედამიწაზე სამი, ყველაზე გავრცელებული და ჩვეულებრივი ელემენტის არაჩვეულებრივი ურთიერთგანლაგება ნიკოტინს ორგანიზმზე მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე ტოქსიკურ ნივთიერებად გადააქცევს (ფორმულაასეთია: C14H10N [≈ One kilogram-force, nominal weight of a 1 kg object at sea level on Earth]2). შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა: არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ღებულობენ ნიკოტინის დიდ დოზას, თუმცა არ იწამლებიან და არც კვდებიან. პასუხი ასეთია: ადამიანისათვის სუფთა ნიკოტინის სასიკვდილო დოზა 50-დან 100 მგ-მდეა; ერთი ღერი სიგარეტი საშუალოდ 10-14 მგ ნიკოტინს შეიცავს. მოწევის პროცესში ორგანიზმში 1,5 მგ ნიკოტინი ხვდება, დანარჩენი კი იმ შენობის  ჰაერში რჩება, სადაც ეწევიან. ამგვარად, ორგანიზმში ნიკოტინის დოზა  თანდათანობით შედის, არაერთჯერადად და მისი მავნე გავლენა ორგანიზმზე არა უცებ, არამედ დროთა განმავლობაში გამოვლინდება[ii].

ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში ყველამ კარგად იცოდა, რომ ნიკოტინს შეეძლო მოეკლა ადამიანი, ცხოველები... იყო დრო, როცა მას მწერების დასახოცადაც კი იყენებდნენ. მალე კაცობრიობამ ნიკოტინის ნარკოტიკული ბუნების (მიზეზირისგამოცადამიანებივერანებებსთამბაქოს მოხმარება თავს) შესახებაც შეიტყო.  თუმცა, ჯერაც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნიკოტინი ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის არათუ მნიშვნელოვანია, არამედ ორგანიზმი თვითონაც გამოიმუშავებს მის განსაზღვრულ რაოდენობას. ეს მოსაზრება სრულიად მცდარია. ნიკოტინის გაიგივება ამ შემთხვევაში არასწორად ხდება ერთ-ერთ კვებითი ღირებულების მქონე ნივთიერებასთან–ნიკოტინისმჟავასთან, რასაც გარკვეულწილად ამ ორი სრულიად განსხვავებული ნივთიერების მსგავსი სახელწოდება განაპირობებს (ესნივთიერებაეფექტურიასისხლშიქოლესტეროლისშემცირებაზედაგამოიყენებავიტამინდეფიციტურიდაავადებისპელაგრა– სამკურნალოდ). ორგანიზმისთვის ამ მნიშვნელოვან ნივთიერებას ადამიანი სხვადასხვა საკვები პროდუქტებიდან (კვერცხირძეხორცი...) და  არა თამბაქოდან ღებულობს. სხვათაშორის, ნიკოტინმჟავას აღმოჩენა  თითქმის ემთხვევა დროში ნიკოტინის ორგანიზმზე მავნე ზეგავლენის მეცნიერულად დასაბუთებას. აღმოჩნდა, რომ ნიკოტინს და ნიკოტინმჟავას გარდა მსგავსი სახელწოდებისა, მსგავსი სტრუქტურა აქვთ. ეს კი ამ ორი ერთი შეხედვით მსგავსი  ნივთიერების რადიკალურად განსხვავებულ თვისებებს განაპირობებს.  ნიკოტინი  კონკურენციას უწევს ნიკოტინჟავას ორგანიზმში შეწოვისთვის აუცილებელ ფერმენტებთან შეერთებაში, აქვეითებს უჯრედებში მის დონეს. რამდენადაც, ნიკოტინმჟავა უჯრედებში ენერგიის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს,ხოლო ნიკოტინი ხელს უშლის ამ პროცესს,   უჯრედების ნორმალური ფუნქცია ირღვევა: ორგანიზმი შესაბსამისად ვერ მუშაობს. [iii] [iv]

რაც შეეხება  ნიკოტინის სხვა „სასრგებლო“ ეფექტებს,ზოგჯერ მწეველები მას კოორდინაციის და კონცენტრაციის უნარის მომატებას მიაწერენ. კვლევები კი საპირისპიროს ამტკიცებს: ერთ-ერთმა კვლევამ უჩვენა, რომ მართალია, მწეველობა ნაკლებად მოქმედებს მწეველებში მარტივად შესასრულებელი ამოცანების შესრულების უნარზე, თუმცა იგივე მწეველობა საგრძნობალდ აფერხებს მწეველებში შედარებით რთული ამოცანების შესრულების უნარს.სხვა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიკოტინის ქრონიკული ზემოქმედების უარყოფითი ზეგავლენა მეხსიერებზე; აღმოჩნდა, რომ ამოცანის შესრულებისთვის მწეველებს, არამწეველებთან შედარებით ბევრად მეტი დრო სჭირდებოდათ. რაც შეეხება ყოფილ მწეველებს, კვლევების მიხედვით, მათ მეხსიერების ნაკლები დაქვეითება აღენიშნებათ ამჟამად მწეველებთან შედარებით. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ზოგადად თამბაქოს მოხმარების დაწყება მწეველებში კონცენტრაციის დაქვეითებას იწვევს არამწეველებთან შედარებით. სიგარეტის ერთჯერადი მოწევა   კონცენტრაციის უნარს დროებით ამაღლებს იმ დონემდე, რომელიც ამ ადამიანს ქონდა მანამ, სანამ მწეველი გახდებოდა. იქმნება ილუზია, თითქოს  მოწევა იწვევს კონცენტრაციის და შრომის უნარის მომატებას. მოწევისას ნიკოტინი ფილტვებიდან გადადის სისხლში, აღწევს ტვინს, უმაგრდება სპეციალურ რეცეპტორებს, იწვევს იმ სასიამოვნო შეგრძნებებს, რომლის გამოც ეწევიან, თუმცა დახლოებით 40 წუთში კარგავს ეფექტურობას.ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ადამიანებს სასიამოვნო შეგრძნებებისთვის ხშირი მოწევა სჭირდებათ (რეგულარულმწეველებსმოწევა  დაახლოებით 40 წუთშიერთხელუნდებათ). დგება დრო, როდესაც ნიკოტინის გარეშე ტვინი უარს ამბობს ნორმალურ ფუნქციონერებაზე.  [v] [vi][vii]

სიგარეტზე უარის თქმა სიკვდილობის და დააადებების თავიდან აცილების უმარტივესი გზაა და ეს მწეველების დიდმა ნაწილმა იცის. თუმცა, უმეტესი მათგანი მოწევას თავს  ვერ/არ ანებებს სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთ-ერთი ასეთი „მიზეზი“ - წონის კონტროლია. ხშირად, არათუ მწეველები, არამედ არამწეველებიც კი წონის კონტროლის ყველაზე ეფექტურ გზად მოწევას მიიჩნევენ.  ამ მცდარი მოსაზრებების მყარ სტერეოტიპად ჩამოყალიბებაზე თამბაქოს ინდუსტრიამ დიდი ხნის უკან იზრუნა. ჯერ კიდევ 1930 წლებში თამბაქოს ინდუსტრიის ქალებზე მიმართული  მესიჯები “სიგარეტი ტკბილეულის ნაცვლად“ მწეველებს ლამაზ აღნაგობას და მომხიბვლელობას პირდებოდა. თამბაქოს ინდუსტრიამ ადვილად და წარმატებულად შეძლო ამ  სტერეოტიპის დამკვიდრება, თუმცა მომხმარებლების მოსაზიდად, სპეციალისტები დღესაც მუშაობენ ამ და სხვა მცდარი მოსაზრებების დამკვიდრებასა და გამყარებაზე.[viii]

მითი სიგარეტისა და ლამაზ აღნაგობას შორის კავშირზე ბევრს მოწევის დაწყებისკენ უბიძგებს. ალბათ,  რეალობაც საინტერესოა: მართალია, ნიკოტინი გარკვეულწილად ზრდის ორგანიზმში კალორიების დაწვის სიჩქარეს და ამცირებს მადას, ზოგჯერ, მოწევის გადაგდება სხეულის მასის დაახლოებით 4–5კგ-ით მომატებასთანაც კია დაკავშირებული, თუმცა მეორეს მხრივ აღმოჩნდა,რომ ადამიანებში, რომლებიც მოიხმარენ დიდი ოდენობით თამბაქოს, უფრო მეტია სხეულის მასის ინდექსი, არამწეველ თანატოლებთან შედარებით.  კვლევები, რომლებიც იკვლევენ სიგარეტის მოხმარებასა და სხეულის წონას შორის კავშირს, მკაფიოდ ადასტურებენ, რომ მწეველებში დაბალი წონა ძირითადად  პიროვნული მახასიათებლებითაა განპიროვნებული და არა სიგარეტის ვითომდა „გამახდუნებელი ეფექტის“ გამო. ამასთან აღმოჩნდა, რომ ის ყოფილი მწეველები, რომლებიც იმატებენ წონაში, სიგარეტის ჩანაცვლებას საკვებით ახდენენ დაქვეითებული ფიზიკური აქტივობის შეცვლის გარეშე.

კვლევებმა უჩვენა ისიც, რომ მათში, ვინც იწყებს მოწევას და იკლებს წონაში, იმატებს წელის გარშემოწერილობა თავიანთ არამწეველ თანატოლებთან შედარებით. ეს კი პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ სიგარეტის მოწევა  ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის თანაბრად განლაგებას – რაც თავისთავად სხეულის ფორმების მნიშვნელოვნად დამახინჯებას იწვევს. ამგვარად, თამბაქოს მოხმარების დაწყება სხეულის წონის გასაკონტროლებლად თავისთავად საფუძველს მოკლებულია. [ix][x][xi] [xii].

ის ფაქტი, რომ ნიკოტომანია, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკებისაგან განსხვავებით, არ იწვევს პიროვნების დეგრადაციას, ბევრს ხელს  უშლის რეალური საფრთხის აღქმაში. მართალია, სიგარეტი არ არის ერთადერთი მავნე პროდუქტი, რომლის გამოყენებაც სამწუხაროდ ყველას გვიწევს თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ღირს იმ „სიამოვნებაზე“ უარის თქმა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს იწირავს.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

 



[i] http://trove.nla.gov.au/ndp/del/article/679354

[ii] http://pharmrev.aspetjournals.org/content/57/1/79.full

[iii] https://www.ministrymagazine.org/archive/1942/01/nicotinic-acid-vs.-nicotine

[iv] http://www.highfiber.com/~galenvtp/vtlnacnx.htm

[v] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/1392553

 

[vi] http://www.nature.com/npp/journal/v25/n3/full/1395700a.html#RESULTS

 

[xi] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/2915440?dopt=Abstract

[xii] http://www.hindawi.com/journals/jobe/2012/735465/