Logo

ხუთი მითი გრიპის ვაქცინის შესახებ

title

მითი 1: გრიპის არ არის სერიოზული დაავადება, ამიტომ მე არ მესაჭიროება ვაქცინაცია
ფაქტი: გრიპი ყოველწლიურად მსოფლიოში 650 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს მხოლოდ სასუნთქი სისტემის  დარღვევებთან დაკავშირებული სიკვდილია, ამიტომ სავარაუდო ზემოქმედება კიდევ უფრო მაღალია. სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც კი შეიძლება დაავადდეს გრიპით, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა სუსტია. ადამიანების უმრავლესობა გაჯანსაღდება რამდენიმე კვირაში, მაგრამ ზოგს შეიძლება განუვითარდეს გართულებები, მათ შორის სინუსიტი და ყურის ანთება, პნევმონია, გულის ან ტვინის ანთება.

მითი 2: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შეუძლია გამოიწვიოს გრიპი
ფაქტი: გრიპის საწინააღმდეგო ინექციური ვაქცინა შეიცავს ინაქტივირებულ ვირუსს, რომელსაც არ შეუძია გრიპის გამოწვევა. თუ თავს იგრძნობთ ოდნავ შეუძლოდ ან გექნებათ მცირედი დისკომფორტი, ეს იმუნური სისტემის ნორმალური რეაქცია ვაქცინისადმი და შეიძლება ერთი ან ორი დრე გაგრძელდეს.
 
მითი 3: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი ეფექტები
ფაქტი: დამტკიცებულია, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა  უსაფრთხოა. მძიმე გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია. ერთი მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ერთს შეიძლება განუვითეარდეს გიენ-ბარეს სინდრომი (GBS), რაც კუნთების სისუსტითა და დამბლით გამოიხატება.
 
მითი 4: მე გავიკეთე ვაქცინა და მაინც დამემართა გრიპი, ე.ი. ვაქცინა არ მუშაობს
ფაქტი: ერთდროულად გრიპის რამოდენიმე ვირუსი ცირკულირებს,  ამიტომ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ ის ვაქცინირებულია, შეიძლება მაინც დაემართოს გრიპირადგან ვირუსი სპეციფიკურია ერთი შტამისთვის. მიუხედავად ამისა, ვაქცინაციის შემდგომ  უმჯობესდება გრიპისგან დაცულობის შანსი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რათა მოხდეს ვირუსის შეკავება, რომელიც გავლენას ახდენს დაუცველი იმუნური სისტემების მქონე ადამიანებზე.

მითი 5: ორსულად ვარ, ამიტომ არ უნდა გავიკეთო გრიპის ვაქცინა
ფაქტი: ორსულთა აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით განსაკუთრებით საჭიროა, რადგან მათი იმუნური სისტემა, სხვებთან შედარებით, სუსტია. გრიპის საწინააღმდეგო ინექციური ვაქცინა უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე.