Logo

29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა , 2020

title

გამოიყენე... გული   საზოგადოებისთვის,  ახლობლებისთვის  და  საკუთრივ  შენთვის

გულის მსოფლიო დღის, რომელიც ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება, ძირითადი  გზავნილი 2020 წელს გახლავთ:

,,იზრუნე, რომ გული ცემდეს’’

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები სიკვდილის  ძირითადი მიზეზია  მსოფლიოში. ამას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს, - როგორც თამბაქო, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ასევე ჭარბი წონა / სიმსუქნე, ჰაერის დაბინძურება, იშვიათი და შორსწასული  კლინიკური მდგომარეობები, მაგალითად, გულის ამილოიდოზი და სხვა. 

უპრეცედენტო დროში ვცხოვრობთ. კორონა ვირუსის (COVID-19) მიმდინარე პანდემიამ შეცვალა პრიორიტეტები ჯანდაცვაში, გაჩნდა ახალი მოთხოვნები  ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სისტემებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობების მიმართ  - საკუთარი და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით.

არ ვიცით, როგორ განვითარდება პანდემია მომავალში, მაგრამ ვიცით, რომ დღეს გულზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, გულის დაავადებების მქონე პაციენტებს ორმაგი საფრთხე ემუქრებათ: მათ არა მხოლოდ  ვირუსის მძიმე ფორმების განვითარების მაღალი რისკი აქვთ, არამედ, ასევე შესაძლოა, ყურადღება მოდუნდეს გულის მუდმივი მოვლის პროცესში და ძირითადი დაავადების პროგრესირება აღინიშნოს.


გამოიყენე

საკუთარი თავი

იმის გასაგებად, თუ რა უპირატესობა აქვს ჯანმრთელი გულით ცხოვრებას, გამოიყენე ეს ცოდნა, შეცვალე  ქცევა ცხოვრების უკეთესი ხარისხისთვის ახლავე და დანერგე მომავალში. 

შენი  გავლენა

როგორც ინდივიდმა, მაგალითი მიეცი ახლობლებს.

როგორც ჯანდაცვის პროფესიონალმა, დახმარება გაუწიე პაციენტებს პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში მათი გულის ჯანმრთელობისთვის.

როგორც დამსაქმებელმა, ინვესტიცია ჩადე თანამშრომლების გულის ჯანმრთელობისათვის.

როგორც მთავრობამ, განახორციელე ისეთი პოლიტიკა და ინიციატივები, რაც გულისხმობს გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, როგორიცაა შაქარზე და მარილზე, ტკბილ გაზიან სასმელებზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე ფასის მომატება, მოწევის აკრძალვა, ჰაერის დაბინძურების შემცირება და სხვ.

შენი თანაგრძნობა

გაიხედე საკუთარი თავის მიღმა და მხარი დაუჭირე ყველაზე დაუცველებს, მათ, რომლებსაც აქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, რამაც შეიძლება უფრო მეტი რისკის ქვეშ დააყენოს ისინი COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირობებში.

https://www.world-heart-federation.org/world-heart-day/world-heart-day-2020/

და ბოლოს, COVID 19-ის პანდემია 2020 წლის 7-13 სექტემბრს არაგადამდებ დაავადებათა წინააღმდეგ გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობების ლეიტმოტივია.  არაგადამდებ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის  გლობალური კვირეულის სამოქმედო გეგმის მიზანია ყოველწლიურად აქტივობათა  გაერთიანება  კონკრეტული თემის ქვეშ,  ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის კონცენტრირება, გლობალური მასშტაბის ტვირთის შემცირების და ჯანმრთელობისა და თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით. 

COVID-19-ის პანდემიამ მოსალოდნელია გამოიწვიოს,  სამუშაო ადგილების და შემოსავლის დანაკარგები, საკვები პროდუქტების დეფიციტი, მასობრივი გაღარიბება.

პანდემიის პირობებში არაგადამდებ დაავადებათა მართვის და ინტეგრირებული მოქმედების ძირითადი კომპონენტებია - რეაგირება, აღდგენა და მშენებლობა.

რაც შეიძლება დროულად უნდა დავუბრუნდეთ პროგრესს!!!!!

https://actonncds.org/en