title
პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორი ICPC-2
მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ინსტრუმენტს პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო მედიცინის კლინიკური ინფორმაციის მოსაწესრიგებლად პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორი (ICPC) წარმოადგენს. პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორი შემუშავებულია ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაციის (WONCA) საერთაშორისო კლასიფიკაციების კომიტეტის (WICC) მიერ 1987 წელს. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს ერთი კლასიფიკატორის გამოყენებით სამედიცინო მომსახურების სამი ძირითადი ელემენტის კლასიფიცირების საშუალება ეძლევათ; ეს არის მიმართვის მიზეზები (RFE), დიაგნოზები ან პრობლემები და სამედიცინო მომსახურების პროცესი. ელემენტებს შორის არსებული კავშირის მეშვეობით შესაძლებელია კატეგორიზაცია მიმართვის მომენტიდან მის დასრულებამდე. ICPC–ის ყველა თავი მხოლოდ სხეულის სისტემების მიხედვით არის დალაგებული იმ პრინციპით, რომ ეტიოლოგიასთან შედარებით ლოკალიზაციას უპირატესობა გააჩნია. თითოეულ თავში შემავალი კომპონენტები კლასიფიცირებისათვის განკუთვნილ სამივე ელემენტთან მიმართებაში საკმარისი სპეციფიკურობით არის განსაზღვრული, მათი სიმეტრიული სტრუქტურა და სიხშირე დათვლის საშუალებას იძლევა თითოეული თავის მიხედვით, რაც ჩანაწერების ხელით შევსების შემთხვევაშიც კი ამ სისტემას ადვილად გამოყენებადს ხდის.
ICPC2