Logo

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 20.03.2021

title

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად სტომატოლოგთა საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით 20 მარტს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

სტომატოლოგთა საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით 2021-2023 წლების საინფორმაციო კამპანიის ძირითადი თემააიამაყეთ საკუთარი პირის ღრუთი“ (Be Proud of Your Mouth), რაც ხაზს უსვამს პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

პირის ღრუს დაავადებათა ტვირთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოში. პირის ღრუს დაავადებები უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანებზე, იწვევენ ტკივილსა და დისკომფორტს, სოციალური იზოლაციის განვითარებას და თავდაჯერებულობის დაკარგვასხშირად პირის ღრუს დაავადებები დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვა სერიოზულ პრობლემებთან. პირის ღრუს დაავადებათა პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე.

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის საინფორმაციო კამპანიის მესვეურები მოუწოდებენ საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პირის ღრუს დაავადებათა ტვირთის შემცირებისთვის.

მიმდინარე კამპანიის სამიზნე ადუდიტორიას ასევე წარმოადგენენ ინდივიდები, რათა მიიღონ საჭირო პრევენციული ზომები პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად; სკოლები და ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებსაც ხელეწიფებათ საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება;

მსოფლიოში 3.5 მილიარდ ადამიანს პირის ღრუს დაავადებები აწუხებს. პირის ღრუს ჯანმრთელობა დიდ ზეგავლენას ახდენს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თვითდაჯერებულობა, სოციალური ურთიერთობები, ძილი და საუბარი და ..

ყველაზე ხშირად გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებებია:

·         კარიესი

·         პაროდონტის (ღრძილების) დაავადება

·         პირის ღრუს ინფექციური დაავადებები

·         პირის ღრუს ტრავმები და დაზიანებები

·         პირის ღრუს სიმსივნე

ევროპის რეგიონში პირის ღრუს დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების ტვირთი შესაძლებელია საგრძნობლად შემცირდეს სწორად და მიზანმიმართულად განხორციელებული პრევენციული ღონისძიებებით, ამ ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია საერთო რისკ-ფაქტორების იდნეტიფიცირება. სწორად დაგეგმილი და გატარებული პრევენციული ინტერვენციები და პოლიტიკა მნიშვნელოვანია ხარისხიანი სიცოცხლის წლების (QALY-) გაზრდისათვის

·         მსოფლიოში სკოლის მოსწავლეების 60-90%- აქვს კარიესი

·         ბევრ ქვეყანაში სკოლებში გაცდენების უპირველეს მიზეზს კბილის ტკივილისგან გამოწვეული დისკომფორტი წარმოადგენს

·         შაქრის ჭარბი გამოყენება უპირველესი რისკ-ფაქტორია კარიესისა და დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით

·         განვითარებულ ქვეყნებში პირის ღრუს დაავადებათა ტვირთი მცირდება, თუმცა ღრძილების გართულებები უმეტესად ხანშიშესულ ადამიანებშია გავრცელებული, რომელთა რისკ-ფაქტორებს თამბაქოს მოხმარება, მარილისა და შაქრის ჭარბი გამოყენება წარმოადგენს

·         თამბაქოსა და ალკოჰოლის ერთობლივი მოხმარებისას პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების რისკი 15-ჯერ იზრდება

·         თამბაქოს მოხმარება პერიდონტიტის ერთერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია

მნიშვნელოვანია ინფორმირებულობის დონის ამაღლება პირის ღრუს ჰიგიენისა და ჯანმრთელობის საკითხებზე, აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან; ასევე, რისკის ფაქტორებისგან (თამბქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, მარილისა და შაქრის მოხმარება) თავის არიდება.