title
პროექტის დასახელება: ,,ინვაზიურ ბაქტერიულ ვაქცინით მართვად დაავადებებზე საყრდენი ბაზით ზედამხედველობა თბილისში აქტივობების მხარდაჭერა“ .WHO, 01.03.2018-31.12.2018
პროექტის ანიტაცია
ა).პროექტის მიზანი:
საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ბაქტერიულ მენინგიტებზე საყრდენი ბაზით ეპიდზედამხედველობის სისტემის დანერგვა განსაკუთრებული აქცენტით გამოწვევ მიკროორგანიზმებზე: Haemophilus influenzae type B (Hib), Streptococcus pneumoniae (Sp) და neiseria meningitidis (Nm).
მოცემული ეპიდზედამხედველობის ქსელი ფოკუსირებულია:
დაავადებები/სინდრომი: ბაქტერიული მენინგიტები
ასაკობრივი ჯგუფი: 5 წლამდე ასაკის ბავშვები
მიკროორგანიზმები: Haemophilus influenzae type B (Hib), Streptococcus pneumoniae (Sp) და neiseria meningitidis (Nm).
ბ).პროექტის განხორციელების გზები:
სენტინელურ ბაზად (როგორც კლინიკური ისე ლაბორატორიული) შერჩეულია მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და რეფერალურ ლაბორატორიად დკსჯეც-ის ლუგარის სახელობის ლაბორატორია;
უწყვეტი მონიტორინგისა და ზედამხედველობის გაწევა საყრდენი ბაზის -ჰოსპიტალის პერსონალზე, რომლებიც ჩართული არიან ზედამხედველობაში.
კლინიკაში ჰოსპიტალიზებული შესაძლო ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევების სათანადო მიღების და რეგისტრაციის უზრუნველყოფა ჩართვის განსაზღვრული კრიტერიუმებისა და პროტოკოლის დაცვით. ამ პაციენტებისგან თავზურგტვინის სითხის სინჯების სწორად აღების, შენახვის, ტრანსპორტირების და ლაბორატორიული გამოკვლევის უზრუნველყოფა, რომ გამოვლინდეს შემდეგი პათოგენების მიერ გამოწვეული შემთხვევები: Streptococcus pneumoniae, b ტიპის Haemophilus influenzae, Neisseria meningitides.
ლუგარის ლაბორატორია მიიღებს და ხელმეორე გამოკვლევას ჩაუტარებს საყრდენი ბაზის ლაბორატორიაში გამოყოფილ კულტურებს, მოახდენს მათ შენახვას კულტურების ეროვნულ საცავში.
საყრდენი ბაზის ლაბორატორიისა და ლუგარის ლაბორატორიის მონაწილეობის მიღება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარე ხარისხის (EQA) პროგრამაში პროფესიონალურ პანელის (PT) მიღების გზით.
EQA-ს სხვა კომპონენტში მონაწილეობის მიღება შეთანხმებული რაოდენობის კლინიკური ნიმუშების და შესაბამისი კულტურების ტრანსპორტირება განმეორებადი კვლევისთვის და დამატებითი მოლეკულური გამოკვლევისთვის რეგიონალურ რეფერალურ ლაბორატორიაში ლონდონში.
გ).მოსალოდნელი შედეგები:
საყრდენი ბაზით ზედამხედველობის შედეგად მოსალოდნელია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავ შვებში ბაქტერიული მენინგიტების ეტიოლოგიური ფაქტორების შესახებ მიღებული იქნება ხარისხიანი მონაცემები.