title
2020 წლის 1 დეკემბერს, 15:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება ონლაინ პრეზენტაცია სახელწოდებით
თამბაქო - სიტუაციური მიმოხილვა 2020
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და დაინტერესებული ადამიანები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში უკანასკნელ პერიოდში თამბაქოსთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგები, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა: თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევა: თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა (ESPAD); ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დონის კვლევა და საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის ინდექსის კვლევა.
თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის 1 მაისიდან აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და პოპულარიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე განთავსდა დიდი ზომის პიქტოგრამული სამედიცინო გაფრთხილებები, განისაზღვრა თამბაქოს მწარმოებლების და იმპორტიორების ვალდებულებები თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და იმპორტთან დაკავშირებით, კანონით აიკრძალა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვ.
დღევანდელი მდგომარეობით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების დონე მაღალია, თუმცა თამბაქოს კონტროლი არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი, ის ასევე განვითარების საკითხია, რადგან ჯანმრთელობის ტვირთთან ერთად თამბაქო უდიდეს ეკონომიკურ და გარემოს ტვირთს წარმოადგენს სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქისთვის. 2017 წლის „თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის შეფასების მიხედვით თამბაქოს პირდაპირი (ჯანდაცვითი) და არაპირდაპირი ტვირთი ქვეყანაში 824.9 მლნ ლარია, რაც წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ს შეადგენს.
საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31%-დან (2016) 28.2%-მდე (2020), ხოლო 16 წლის მოზარდებში (ESPAD) 18%-დან (2015) 12%-მდე შემცირდა (2019). მოსახლეობის 86% ემხრობა თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ტაქსში. თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის ინდექსის კვლევის შედეგების მიხედვით 57 ქვეყანას შორის 77 ქულით საქართველო ბოლოდან მე-6 ადგილზეა.
აიღე შენი წილი პასუხისმგებლობა! იმოქმედე! კანონის დაცვა მარტივია!
ღონისძიებაზე დასასწრებად გამოიყენეთ შემდეგი ლინკი:
Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/92524991682?pwd=WlhMV1ZYZWttT1krdWRhdFJ4bUVSUT09
Meeting ID: 925 2499 1682
Passcode: 293927
ფეისბუქი: https://www.facebook.com/ncdcgeorgia
ვებ გვერდი: www.ncdc.ge
მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, #99. 0198
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103