Logo

ბიოუსაფრთხოების ოფიცერთა ქსელი

title

დკსჯეც-ის მიერ მთელი ლაბორატორიული ქსელისთვის შემუშავებული და იმპლიმენტირებულია ისეთი ბიოუსაფრთხოების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის, საზოგადოებისა და  გარემოს დაცვას  ლაბორატორიული საქმიანობისას გამოყენებულ სხვადასხვა ბიოსაშიში მასალებისაგან.

დკსჯეც-ის ლაბორატორიული ქსელი იყენებს ბიოუსაფრთხოების უნიფიცირებულ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია ბიორისკების მართვაზე. აღნიშნული პროგრამა იმართება ბიოუსაფრთხოების ოფიცერთა ქსელის მიერ, რომლის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსები და წარმოადგენენ ბიოუსაფრთხოების კვალიფიციურ ექსპერტებს. დკსჯეც-ის ლაბორატორიული ქსელის თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე. ამ პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრის ბიოუსაფრთხოების კომიტეტი.