2018 წელს 7 ოქტომბერს 11:00 საათზე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა დაკეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით დასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობისდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, მხარდაჭერით გაიმართა ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქცია
საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად
მარათონი გაიმართა სლოგანით
გავერთიანდეთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ
მარათონში მონაწილეობას მიიღეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიცენტრის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობოორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა დაკეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს და ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ), აშშ-ს საელჩოს, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, კერძო კომპანიების, ჯანდაცვის ობიექტების, საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოების და ბევრი სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
მარათონი ჩატარადა ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისებისპოპულარიზაციის მიზნით. ღონისძიების მიზანიასაზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემისგათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონისამაღლება ძუძუს დაავადებების ადრეულიგამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ.
მარათონით მოხდება განათლების გაძლიერებისადა სტიგმის დაძლევის აუცილებლობის ხაზგასმა. არსებობს ძუძუს კიბოს გამოკვლევის უფასოსერვისები, თუმცა მათი სრულფასოვანი გამოყენებაარ ხდება. მოსახლეობამ არ იცის რაოდენმნიშვნელოვანია ნაადრევი გამოვლენა და რატომარის აუცილებელი სარძევე ჯირკვლისგამოკვლევები რეგულარულად.
ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულკიბოს და რეპროდუქციული ასაკის ქალთასიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზსსაქართველოში.
კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემების მიხედვით საქართველოში ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლები 100 000 ქალზე 97,5 შეადგენდა 2015 წელს, 2016 წელს 91,9, 2017 წელს კი 79,6.
აქცია - მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად უკვემეცამეტედ იმართება საქართველოში და იგიერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. 2005 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, მარათონი იმართებოდა ქ. ქუთაისში, ხოლო 2009 წლიდან “საქართველოსმარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” თბილისშიდაფუძნდა და გადაიქცა ერთ-ერთ უდიდეს აქციად. 10 000 ზე მეტი მონაწილის, საქართველოში მოღვაწეუცხოელი მოქალაქეების დამსახურებაა, რომ ამაქციის საშუალებით ხდება ძუძუს კიბოსწინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოსახლეობისინფორმირებულობის ზრდა. მსგავსი აქციებიძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-სადა სხვა განვითარებულ ქვეყნებში. სუზან კომენისსარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის დამფუძნებელმანენსი ბრიკერმა 1983 წელს პირველად მსოფლიოშიმოაწყო “მარათონი გადარჩენისათვის”. მარათონმადიდი გამოხმაურება ჰპოვა მოსახლეობაში და აშშ-ში ტრადიციად იქცა.
2018 წელს საქართველოს „მარათონი სიცოცხლისგადასარჩენად“ ტარდება სუზან კომენის სარძევეჯირკვლის კიბოს ფონდის, საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისსამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიცენტრის, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, გამარჯვებულ ქალთა კლუბის, ბი-პი-ს, შპს როშჯორჯიას, კუს ტბა კალას, ჯორჯიან ივენთის, ჰელფინგ ჰენდის, IDS ბორჯომი საქართველოს, ჯორჯიან ბეიკერსის, Holliday Inn თბილისისსაქართველო, შპს გეოპლანტის - ჩაი გურიელის,სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის“ მხარდაჭერით.
მარათონის ფარგლებში გაიმართა რბოლა - გამარჯვებულების დაჯილდოვება, მსვლელობა დასაქველმოქმედო კონცერტი ღია ცის ქვეშ, რომლისერთ-ერთი მიზანი ქალთა რეპროდუქციულიჯანმრთელობის ხელშეწყობაა.
ვიმედოვნებთ, რომ აქცია ხელს შეუწყობს ქალთაჯანმრთელლობის მდგომარეობის გაუმჯობესებასდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივობისგაზრდას.
მარათონში მონაწილეობა შეუძლია მიიღონ ყველამ განურჩევლად ასაკისა და სქესისა.
თქვენც შემოგვიერთდით, ჩაერთეთ კამპანიაში, ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა წარმატებული მკურნალობისა და სიცოცხლის გარანტიაა, ხოლო ყოველი ქალის სიცოცხლე კი მეტად ფასეულია თითოეული ოჯახის, შვილებისა და ქვეყნისათვის.
მისამართი: ქ.თბილისი, 26 მაისის მოედანი #1, კუს ტბა
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595956103, მარიკა დავითულიანი 599 25 71 72