Logo

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

title 2022 წლის 28 სექტემბრის ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღის სლოგანი ‒ ერთიანი ჯანმრთელობა,არცერთი გარდაცვალება!

 
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

 
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს მსოფლიოში უკვე მეთექვსმეტედ აღინიშნება ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ეს დღე ეძღვნება ცოფის პრევენციას. იგი სამოქალაქო საზოგადოებას და მთავრობებს აძლევს საშუალებას გაერთიანდნენ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მიღწევები ცოფის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.

 ცოფის პროფილაქტიკაზე საქართველო ევროპის რეგიონში ყველაზე მეტს რესურსს ხარჯავსცოფის პროფილაქტიკაზე დახარჯული თანხებით საქართველო ევროპის რეგიონში და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.საქართველოში 2015 წლიდან  დღევანდელი დღის მონაცემებით, ადამიანის ცოფით დაავადების   4 (ოთხი)  შემთხვევაა დაფიქსირებული


ცოფი არის მწვავე ზოონოზური ვირუსული ინფექცია, რომლითაც ავადდებიან ძუძუმწოვარი ცხოველები და მისი ადამიანისთვის გადადება შესაძლებელია ისეთი ტიპის კონტაქტის დროს, როგორიცაა კბენა, დაკაწვრა, დადორბლვა. თუმცა, საბედნიეროდ, ცოფის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით. ცოფის ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე 2-6 კვირაა, თუმცა, შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე და/ან 1 წელზე  მეტ ხანსაც გასტანოს.ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებული ჭრილობის ლოკალიზაციასა და დაზიანების ხარისხზე. ცოფით დაავადებულ ან ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემდეგ დროულად  ჩატარებული ვაქცინაცია ცოფით დაავადების  აცილების გარანტიაა. სიმპტომებს მიეკუთვნება  კონტაქტის დროს დაზიანებული ადგილის ჰიპერმგრძნობელობა, შესაძლებელია ნაიარევის ქავილი, დაბუჟება, წამოწითლება, რასაც შემდგომ მოსდევს ე.წ. აგზნების ფაზა. მოგვიანებით უკვე ვითარდება ენცეფალიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. პაციენტს უჭირს წყლის დალევა, სუნთქვა, აგზნების ფაზას ენაცვლება დამბლების ფაზა და საბოლოოდ დაავადება სიკვდილით (ლეტალობით) მთავრდება.

 ანტირაბიული პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ცხოველთან კონტაქტიდან რაც შეიძლება მალე. რაც უფრო მძიმეა ცხოველის მიერ მიყენებული ტრავმა, მით უფრო სასწრაფოა დროული ანტირაბიული პროფლაქტიკური ვაქცინაციის დაწყება. ჭრილობის დაზიანების ხარისხს განსაზღვრავს ექიმი.

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდ რისკ-ფაქტორად მიჩნეულია ძაღლი, იმიტომ, რომ ძაღლისგან ადამიანის დაკბენა-დადორბვლის შემთხვევები ყველაზე მაღალია, ასევე საშიშია კატაც.

საქართველოში აღწერილია ცოფიანი კატისგან ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევები. თუ შინაური ცხოველი ავლენს აგრესიულობას, აქვს საეჭვო ქცევები, ეს უკვე მისი ცოფით დაავადების რისკზე მიუთითებს.  

ცხოველის მიერ დაკბენის ნებისმიერ შემთხვევაში ჭრილობა უნდა დამუშავდეს საპნიანი (სასურველია გამოყენებულ იქნას სამეურნეო ანუ სარეცხის საპონი) და გამდინარე წყლით, ამის შემდეგ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რომელიც გადაწყვეტს ვაქცინაციის ტაქტიკას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა ცოფის ლიკვიდაციაა ცხოველებში მათი ვაქცინაციის გზით.