Logo

კიბოს სკრინინგი - აღმოაჩინე დროულად

title



საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევას. პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას.

40-70 წლის ასაკის ქალებში  ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.

პროგრამა უზრუნველყოფს: მამოგრაფიას, პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაციას და ექოსკოპიურ გამოკვლევას, ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.

25-60 წლის ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.

პროგრამა უზრუნველყოფს: პაპტესტის ჩატარებას და პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში კოლპოსკოპიას. საჭიროებისამებრ ხდება ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 3 წელიწადში ერთხელ.

50-70 წლის ასაკის ქალებსა და მამაკაცებში მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.

პროგრამა უზრუნველყოფს გამოკვლევას ფარულ სისხლდენაზე. პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში ტარდება კოლონოსკოპია მორფოლოგიური გამოკვლევით. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.

ჩაიტარეთ კიბოს სკრინინგი, რათა დარწმუნდეთ, რომ ჯანმრთელი ხართ, ან დროულად გამოავლინოთ დაავადების ნიშნები და ჩაიტაროთ მკურნალობა, რაც თქვენი ჯანმრთელობის და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტია იქნება.

დეტალური ინფორმაციის მისაღბად დარეკეთ 116001 ან 1505 ან ეწვიეთ FB- გვერდსკიბოს სკრინინგი -Cancer Screening”

საკომუნიკაციო კამპანიის მასალები