Logo

მდგრადობისა და გარდამავლი გეგმა

title

საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი დაფინანსებით შიდსის საგრანტო პროგრამების განხორციელება დაიწყო 2003 წლიდან და ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამ 2005 წლიდან. ჩვენი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად გლობალური ფონდის ეტაპობრივად ამცირებს რეგიონში გაწეულ შესაბამისად, საქართველოშიც საგრძნობლად შემცირდა გლობალური ფონდის დაფინანსება. შემდეგ წლებში საქართველოს მთავრობას მოუწევს მნიშვნელოვნად გაზარდოს სახელმწიფოს წილი აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების დაფინანსებაში, რათა უზრუნველყოს ამ დაავადებებთან ბრძოლაში მიღწეული შედეგების მდგრადობა და პროგრამული ღონისძიებების ეპიდემიების განვითარების შესაბამისად გაფართოება.

აღნიშნულის მიზნით, გლობალური ფონდის გრატების ძირითადი მიმღების დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 2016 წლის ბოლოს შემუშავდა ქვეყნის გარდამავალი პერიოდის გეგმა.

გარდამავალი პერიოდის გეგმის ძირითადი მიზანია აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამების გლობალური ფონდის დაფინანსებიდან, სრული მოცულობით ადგილობრივ დაფინანსებაზე უმტკივნეულო გადასვლის უზრუნველყოფა 2022 წლისათვის.

გარდამავალი გეგმის ამოცანები ეხება პროგრამების განხორციელების გარე და შიდა გარემოს და წარმოადგენს:

 1. გარე გარემო: ხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს შექმნა აივ/შიდსა და ტუბერკულოზზე ეროვნული პასუხის შეუფერხებელი განხორციელებისათვის და არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა სახელმწიფო დაფინანსების საშუალებით;

2. შიდა გარემო: ქვეყნის სტრუქტურული, ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების გაძლიერება აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების უწყვეტად, მაღალი ხარისხითა და სამიზნე მოსახლეობის მაღალი მოცვით განხორციელებისათვის.

გარდამავალი პერიოდის გეგმა საქართველო