Logo

ზოგადი ფაქტები, რომელიც უნდა იცოდეთ ალკოჰოლის მოხმარებასა და ჯანმრთელობასთან მიმართებაში:

title

  • ალკოჰოლს აქვს დამაზიანებელი (როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი მოქმედების) ეფექტი თითქმის ყველა ორგანოზე. მრავალი მტკიცებულებით დასტურდება, რომ „უსაფრთხო ზღვარი“ არ არსებობს და თითოეული ჭიქა ზრდის ჯანმრთელობის დაზიანების რისკს.

  • ალკოჰოლის მოხმარება და, განსაკუთრებით, მძიმე მოხმარების ეპიზოდები ასუსუტებს ადამიანის იმუნურ სისტემას და, შესაბამისად, ამცირებს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის შესაძლებლობებს.

  • ალკოჰოლის მცირე რაოდენობის მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარება.

  • ორსულობისას ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებაც კი წარმოადგენს რისკს ბავშვის ჯანმრთელობისათვის. 

  • ალკოჰოლი ზრდის ინტერპერსონალური ძალადობის ფაქტების სიხშირეს და სიმძიმეს.

  • ალკოჰოლი ზრდის  ტრავმის (საგზაო, საყოფაცხოვრებო) და სიკვდილის რისკს.

  • ალკოჰოლის მძიმე მოხმარება ზრდის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (ARDS) განვითარების რისკს, რომელიც წარმოადგენს COVID-19-ის ერთ-ერთ მძიმე გართულებას. 


ზოგადი მითები ალკოჰოლის და COVID-19 -ის შესახებ

  • მითი: ალკოჰოლის მოხმარება ანადგურებს COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს

  • ფაქტი: ალკოჰოლის მოხმარება არ ანადგურებს COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს. პირიქით, დაინფიცირების შემთხვევაში ზრდის გართულებების რისკს. ალკოჰოლი, როგორც დეზინფექტანტი (60% და მეტი კონცენტრაციის), იგი მოქმედებს კანზე  და არა ადამიანის სხეულში. 


  • მითი: სპირტიანი სასმელის მიღება კლავს ვირუსს მისი ჰაერით შესუნთქვისას. 

  • ფაქტი: სპირტიანი სასმელის მიღება არ კლავს ვირუსს მისი ჰაერით შესუნთქვისას. იგი არ უკეთებს დეზინფექციას პირის ღრუს და ყელს და არანაირად არ იცავს ადამიანს COVID-19-ისგან. 


  • მითი: ალკოჰოლური სასმელები ასტიმულირებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ვირუსის წინააღმდეგ.

  • ფაქტი: პირიქით, ალკოჰოლს აქვს იმუნური სისტემის დამთრგუნველი ეფექტი და არანაირად არ ასტიმულირებს იმუნიტეტს და არ ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ვირუსის წინააღმდეგ.

ალკოჰოლი: რა უნდა გავაკეთოთ, და რა არ უნდა გავაკეთოთ COVID-19 -ის პანდემიის დროს.

  • მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, რითიც თქვენ შეამცირებთ თქვენი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობის და იმუნური სისტემის დაზიანების რისკებს.

  • დარჩით ფხიზელი, რითიც შეძლებთ შეინარჩუნოთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და სწრაფი ქმედებების უნარი (ნათელი გონებით) თქვენი და თქვენი ახლობლების სასიკეთოდ. 

  • თუ ღებულობთ ალკოჰოლს, მიიღეთ მინიმალური რაოდენობით და თავი აარიდეთ ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას.

  • მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, როგორც თამბაქოს მოხმარების დამატებით სოციალურ რისკს და პირიქით. ცნობილია რომ ადამიანი სმის პერიოდში ეწევა გაცილებით მეტს, რაც თავის მხრივ ზრდის COVID-19-ის პროგრესის და გართულებების განვითარების საშიშროებას.

  • ესაუბრეთ ბავშვებს და მოზარდებს ალკოჰოლის მავნეობის შესახებ COVID-19-თან მიმართებაში და დარწმუნდით, რომ მათ არ აქვთ წვდომა ალკოჰოლურ სასმელებზე. 

  • არასდროს მიიღოთ ერთად ალკოჰოლი და მედიკამენტი. ვინაიდან ალკოჰოლს შეუძლია შეამციროს მედიკამენტის სამკურნალო ეფექტი ან გაზადოს მისი ტოქსიურობა.  

  • არასდროს მოიხმაროთ ალკოჰოლი, როდესაც ღებულობთ მედიკამენტს ცენტრალური ნერული სისტემისთვის (ტკივილ-გამაყუჩებელი, საძილე, ანტიდეპრესანტი, და სხვ.), ვინაიდან მედიკამენტისა და ალკოჰოლის ურთიერთქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (უკმარისობა ან სხვა სერიოზული პრობლემა)

ალკოჰოლი და იზოლაცია სახლში ან კარანტინი.

  • სახლიდან მუშაობის დროს ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღოთ ალკოჰოლი (სამუშაო ადგილზე/სამსახურში ყოფნის მსგავსად). ვინაიდან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას ქვეითდება პროდუქტიულობა და, ასევე, სამუშაოს შესრულების ხარისხი. 

  • ალკოჰოლი არ წარმოადგენს კვების რეჟიმის აუცილებელ ნაწილს და ამდენად არ არის საჭირო მისი არსებობა საყიდლების სიაში. მოერიდეთ სახლში ალკოჰოლის მარაგის შექმნას, ვინაიდან იგი ზრდის ალკოჰოლის მოხმარების ალბათობას.

  • ალკოჰოლის ნაცვლად, უმჯობესია ფულის, დროს და სხვა რესურსების ინვესტირება მოახდინოთ მაღალი ნუტრიციული ღირებულების პროდუქტში, თქვენივე ჯანმრთელობის სასარგებლოდ.

  • შეიძლება ფიქრობთ, რომ ალკოჰოლი დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში, რაც სრულიად არასწორია. პირიქით, იგი ზრდის დეპრესიის, პანიკის და სხვა ფსიქიკური აშლილობების და, შესაძლოა, ოჯახური ძალადობის, თვითმკვლელობისა და მკვლელობის რისკს.

მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მასალების მიხედვით.

30.04.2020 წ


ცხელი ხაზი: 116001

ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი COVID-19-ის დროს: 2 911 000