Logo

COVID-19– Women

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია ორსულთა ინფორმირებულობის გაზრდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, ონლაინ შეხვედრების გზით. ორსულებს შესაძლებლობა ეძლევათ დისტანციურ რეჟიმში დაუსვან კითხვები და ესაუბრონ მეან-გინეკოლოგს 2 საათის განმავლობაში. ვირტუალურ საგანმანათლებლო სესიაში ერთდროულად მონაწილეობს ორსულობის ერთნაირი ვადის მქონე 30-მდე ქალბატონი, რომელთა ანონიმურობა დაცულია. ორსულები თავად ირჩევენ, გამოჩნდნენ თუ არა ეკრანზე. დისტანციური სესიები ორსულებს საშუალებას აძლევს მეტი დრო გაატარონ ექიმთან. ვირტუალურად ესაუბრონ სხვა ორსულებს, მოისმინონ მათი კითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში, რასაც სოციალური იზოლაციის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ექიმი შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს აცნობს დაინფიცირებულ ორსულთა საერთო სტატისტიკასა და გამოცდილებას, საუბრობს ორსულობის მიმდინარეობაზე COVID-19-ის პირობებში და ასევე, ნაყოფისა და ახალშობილისთვის მოსალოდნელი საფრთხის აცილების საკითხებზე. ამის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება აქვთ დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც შესაძლოა, პირად ექიმთან კონსულტაციის გავლისას, დროს სიმცირისა თუ სხვა მიზეზთა გამო, ვერ დასვეს. შეხვედრა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ორსულმა გაიგოს ყველაფერი ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდის შესახებ და რაც მთავარია, მიიღოს თანამედროვე მტკიცებულებებზე დამყარებული ინფორმაცია, რომელიც თავისუფალია არასწორი ინტერპრეტაციისა და სიცრუისაგან. სწორედ ასეთ ინფორმაციას მიაწვდიან პროექტში ჩართული მეან-გინეკოლოგები ორსულ ქალებს. ექიმთან სესიის დროს ორსული სასაუბრო ენას თავად ირჩევს. ძირითადი ენებია: ქართული, რუსული, აზერბაიჯანული. პროექტში უკვე ჩაერთო არაერთი ორსული, როგორც თბილისიდან ისე რეგიონებიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო სესიებში. ასევე, დაგეგმილია ყველა ორსულის ჩართვა, რომლებმაც უკვე მიაკითხეს ქალთა კონსულტაციას ანტენატალური მომსახურების მისაღებად. დროულად გაიარეთ რეგისტრაცია და გახდით პროექტის მონაწილე!

_____________________________________________________________________________________________________________________________________________________


ქეთევან დუკაშვილი

ხათუნა გაბრიჭიძე

მაკა ჩიქოვანი

  


მარინა მერკვილაძე

 

ნინო იამანიძე


ნინო მაჭავარიანი



 

სოფიო ანდღულაძე


სოფიო გელაშვილი


თინათინ გაგუა

   


_____________________________________________________________________________________________________________________________________________________


ეკა ლალიაშვილი

ანა ლაგაზაშვილი


ანა პაპუაშვილი


თამარ შვანგირაძე


მაიკო მიხელიძე


სესიები ორსულებისთვის