Logo

გრიპი: მნიშვნელოვანი ფაქტები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები

title

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა  და გრიპის პრევენციის ძირითადი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ეპიდემიის მასშტაბებს.

გრიპის ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ხველის ან ცემინებისას, როცა ვირუსი წვეთებად გაიფრქვევა ჰაერში. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ხელებით ან  ზედაპირებით.

გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს  მსუბუქად და არ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები.

გრიპის მძიმე შემთხევებისას შესაძლებელია    მკურნალობა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტებით და არა ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის მიერ რეკომენდირებულია ისეთი სასარგებლო ჩვევები როგორიცაა: ხველის დროს პირისა და ცხვირის დაფარვა, ხელების ხშირი დაბანა, რაც შეაჩერებს მიკრობების გავრცელებას და  თავიდან აგაცილებთ ისეთ რესპირატორულ დაავადებას, როგორიცაა გრიპი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომანდაციას უწევს oseltamivir-ის გამოყენებას გრიპით მძიმედ მოავადე ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკებისა და გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების  ვაქცინაცია, ყოველ წელს, გრიპის სეზონის დაწყებამდე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია: მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები დარჩნენ სახლში, მოსვენებულ მდგომარეობაში, დალიონ დიდი რაოდენობით წყალი, მიიღონ ნოყიერი საკვები და მოერიდონ კონტაქტს სხვებთან. თუ სიმპტომები მძიმდება - მიმართეთ ექიმს.

გრიპის პანდემია გარდაუვალია, თუმცა ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როდის მოხდება ან რამდენად მძიმე იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია მოვემზადოთ პანდემიისთვის, თუ გვეცოდინება - რა ვაკეთოთ.

შემდეგი პანდემიისათვის მზადყოფნა ეს თითოეულის პასუხისმგებლობაა.

ყოველ ზამთარს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში 65 წელზე მეტი ასაკის 60 000-მდე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გახდეს გრიპი ან მასთან დაკავშირებული გართულებები - ვაქცინაცია გადაარჩენს სიცოცხლეს.