title
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში („არტჰაუზი")
გაიმართა ევროკავშირის
დაძმობილების პროექტის „სისხლის
უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში“
დასკვნითი ღონისძიება.
ღონისძიებას
ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე, ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს
წარმომადგენელი, საქართველოში ევროკავშირის
დელეგაციის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის გუნდის ხელმძღვანელი, პროექტის ლიეტუველი და ნიდერლანდელი ლიდერები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და
დარგის ექსპერტები.
პროექტის
მიზანია, გარდამავალ პერიოდში სისხლის გადასხმის არსებული სისტემის მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული 24 დამოუკიდებელი, უმთავრესად ნათესავი და ფასიანი დონაციების მქონე სისხლის დაწესებულების ეროვნულ, ცენტრალიზებულ, გამჭვირვალე და არამომგებიან ორგანიზაციად გარდაქმნას,
რომელიც ნებაყოფლობით, უანგარო
სისხლის დონორობაზე იქნება დაფუძნებული.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის
უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და ევროკავშირის დირექტივებთან
შესაბამისობაში მოყვანას, ეროვნულ დონეზე, კოორდინირებული სისხლის გადასხმის
სისტემის დაფუძნებას, სახელმწიფო უწყებებისა და დარგის ძირითადი ინსტიტუტების
შესაძლებლობათა გაძლიერებას სისხლის გადასხმის სამსახურის უსაფრთხოებისა და
ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა პაციენტის
უფლებების დაცვისა
და მაღალი
ხარისხის სამეციდინო მომსახურების მიწოდების
ჭრილში.
ამჟამად,
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია პრევენციულ ღონისძიებებსა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებაზე მარეგულირებელი სისტემის შემდგომი გაუმჯობესებით, განათლებით და საერთაშორისო სტანდარდების შესაბამისად,
ლიცენზირების მექანიზმების გატარებით.
დაძმობილების პროექტის ფაგლებში შემუშავდა
კანონპროექტი „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების
შესახებ“ და მიმდინარეობს მუშაობა მეორად კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების
პაკეტზე, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული უზრუნველყოფს
სისხლის კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტების
დამკვიდრებას ქვეყნის მასშტაბით, სისხლის გადასხმის მომსახურების უსაფრთხოებას და
სისხლის გადასხმის გზით გადამდები ინფექციების გავრცელების პრევენციას. დასრულდა
სისხლის გადასხმის სისტემის რეორგანიზაციის სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე
მუშაობა. საზოგადოებას წარედგინა უანგარო დონაციაზე გადასვლის ეროვნული სტრატეგია,
სისხლის ეროვნული ცენტრის ლოგოს ვიზუალური დიზაინი და ბრენდის სახელმძღვანელო
დოკუმენტი. ასევე, ითარგმნა მედიკამენტების ხარისხისა და ჯანმრთელობის დაცვის
ევროპის დირექტორატის (EDQM) სისხლის კომპონენტების დამზადების, გამოყენებისა და
ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს მე-20 გამოცემა,) დონორთა ჯანმრთელობის
ზრუნვის ცნობარები (DoHeCa), ნიდერლანდების Sanquin-ის სისხლის ფონდის
დონორთა მართვის სახელმძღვანელო და ევროპის სისხლის ინსპექტირების სისტემის (EuBIS) ტრენინგის მასალა.
„ჩვენ
პროექტის დასასრულ ეტაპს მივუახლოვდით და მოხარული ვარ იმის ნახვით, თუ რამდენი გაკეთდა ჩვენი ექსპერტების მიერ. მათ შორის, სისხლის გადასხმის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება, ლაბორატორიის მართვა და სისხლის პროდუქტების ეფექტური გამოყენება, ასევე, მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა ქვეყნის სრულად ნებაყოფლობით და უანგარო სისხლის დონაციაზე გადასვლის მიზნით. ევროკავშირის დაძმობილების ღირებულებების სულისკვეთებით, ლიეტუველმა, ქართველმა და ნიდერლანდელმა პროფესიონალებმა აქტიურად ითანამშრომლეს უსაფრთხო და კარგად ჩამოყალიბებული სისხლის გადასახმის სისტემის შესაქმნელად“
- განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა დომანატას გუტაუსკასმა დახურვის ღონისძიებაზე.
პროექტის „სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში“ უმთავრესი მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
პოლიტიკისა და პროგრამების მხარდაჭერა, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციური
დაავადებების გავრცელება და უზრუნველყოს ადამიანური წარმოშობის მასალების
უსაფრთხოება, ასევე სისხლის გადასხმის მომსახურების უმაღლესი ხარისხი საქართველოში.