Posted on:
13.10.2020
title
2020 წლის 19 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორთან და ევროპის რეგიონში დევნილთა და მიგრანტთა საკითხებზე რეაგირების სპეციალურ კოორდინატორთან ქალბატონ ავშან ხანთან. მხარეებმა ისაუბრეს არსებული თანამშრომლობისა და მომავალი გეგმების შესახებ, დეტალურად განიხილეს რუტინულ იმუნიზაციასთან, COVID-19-ის ვაქცინაციასა და ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სანიტარული ნორმების დაცვისა და პირბადის ტარების მნიშვნელობას პანდემიის შეკავების საქმეში.