Logo

CDC-ის დელეგაციის ვიზიტი 15-17 მარტი

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაციის ვიზიტი დასრულდა 17 მარტს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის
კვლევითი ცენტრის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკასა და მიმდინარე პროექტებს.

3 დღიანი სამუშაო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა გრიპისმაგვარ დაავადაბებსა და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებზე საყრდენი ბაზებით ზედამხედველობის გაძლიერების სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის აღნიშნულ სისტემასთან SARS-CoV-2-ზე ზედამხედველობის ინტეგრირება.