Posted on:
13.10.2020
title
2021 წ. 21 აპრილს გაიმართა პირველი ოფიციალური შეხვედრა CDC ახლადდაფუძნებული რეგიონული ოფისის დირექტორს - ბატონ ჩარლზ ვიტეკსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას შორის. დკსჯეცის გენერალურმა დირექტორმა - ბატონმა ამირან გამყრელიძემ მიულოცა ბატონ ვიტეკს საქართველოში ჩამოსვლა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში არსებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია და დასახეს სამომავლო გეგმები.