title
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს ნათლად დაანახა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუშაკის როლი ვირუსთან ბრძოლაში, რაც მრავალი სიცოცხლის გადარჩენის საწინდარი გახდა. წამყვანმა ჯანდაცვის ინსტიტუციებმა ერთხმად აღიარეს ჯანდაცვის, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემაში დასაქმებული სპეციალისტების ფასდაუდებელი შრომა, როგორც ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლი პროფესიის მქონეთა. თუმცა, შესაბამისი წარმატებული შედეგების მისაღწევად აღნიშნულ პროფესიას და მის წარმომადგენლებს ესაჭიროებათ უწყვეტი პროფესიული მზადება და განვითარება, შესაბამისი სისტემური / ორგანიზაციული მოწყობა და ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუშაკის როლის გაძლიერება და გავლენის შექმნა საზოგადოებაში.
გლობალური მიდგომების თანახმად:
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკის პროფესიული განვითარება პირდაპირ კავშირშია ჯანდაცვითი სერვისების გაუმჯობესებული შედეგების მიღებასთან სისტემაში დასაქმებული კადრების უწყვეტი მზადების, უნარების განვითარებისა და პროდუქტიულობის გაზრდის გზით“.
„კარგად გადამზადებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი ჯანმრთელი საზოგადოების საწინდარია“
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, როგორც სისტემის მოთავე დაწესებულების, ბაზაზე შეიქმნა მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს საქართველოს საზ. ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული სპეციალისტების კომპეტენციების შეფასებისთვის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზის ჩატარება; სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; მოკლევადიანი უწყვეტი ციკლის სასწავლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა,
2022 წლის 18 იანვარს დკსჯეც-ში გაიმართა აღნიშნული ჯგუფის პირველი გაფართოებული შეხვედრა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ცენტრის ტოპ მენეჯმენტი, დარგობრივი დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჯანდაცვის ექსპერტები. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ბმა ამირან გამყრელიძემ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარუდგინა საქართველოში საზ. ჯანდაცვის სისტემაში არსებული სიმძლავრეების, სისუსტეების და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია. ასევე, ჯგუფის წევრებს გაუზიარა შემდგომი ნაბიჯები და გეგმები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია
ჯგუფის მუშაობის შედეგებისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად გაზიარდება.