Logo

ავღანეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

title

ბევრი ქვეყანა გამოხატავს ინტერესს  საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმართ, რაც სხვადასხვა ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის უწყებების წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაციების სასწავლო ვიზიტით  სტუმრობითაც გამოიხატება.

მიმდინარე წლის 30 აპრილი - 3 მაისის პერიოდში  სასწავლო ტურის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით იმყოფება ავღანეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ავღანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციული მედიცინის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, აივ/შიდსის, სგდ და ჰეპატიტების ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელი, ავღანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მინისტრის მრჩეველი ,  დაავადებათა კონტროლის სამსახურის დირექტორი და გაეროს განვითარების პროგრამის აივ/შიდსის პროგრამის ოფიცერი.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია გაეცნობა  საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას და ჩვენს გამოცდილებას დაავადების ელიმინაციის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ. ასევე გაეცნობიან პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების საქმიანობას, შეხვდებიან პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

1 მაისს, 11 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ავღანელ სტუმრებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ამირან გამყრელიძემ ზოგადი მიმოხილვა გააკეთა ცენტრის საქმიანობის შესახებ და სტუმრებს წარუდგინა დეტალური ინფორმაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. პრეზენტაციები წარადგინეს ასევე პროგრამის თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, როგორიცაა საინფორმაციო უზრუნველყოფა,   სკრინინგი, ინტეგრირებული სკრინინგი, ინფექციის კონტროლი, უსაფრთხო სისხლი, ლაბორატორიული კონტროლი, ეპიდზედამხედველობა, განათლება და ცნობიერების ამაღლება.