Logo

პრესრელიზი– “გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”

title

2018  წლის 20 ივნისს, 14:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ასათიანის 1 # 9) გაიმართება სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია და უანგარო, რეგულარული დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონიალი სლოგანით:

 

გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი

 

პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის უსაფრთხო სისხლის ეროვნული პოლიტიკის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მიზნით საქართველოში მყოფი ექსპერტთა მისიის (TAIEX Expert Mission on the Approximation of National Blood Safety Legislation to EU Regulations) წარმომადგენლები. ასევე, დარგის ექსპერტები,  საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

უანგარო დონორის მსოფლიო დღე ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც  ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

 

2018 წლის სისხლის დონორთა მსოფლიო დღის კამპანიის თემაა გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმ იდეაზე, რომ ყველა ჩვენთაგანს სისხლის გაღებით შეუძლია სიცოცხლე აჩუქოს სხვა ადამიანებს და მოუწოდებს პოტენციურ დონორებს ნებაყოფლობით და რეგულარულად გაიღონ სისხლი.

 

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიზანია, 2020 წლისთვის  სისხლის მარაგი ყველა ქვეყანაში   მხოლოდ ნებაყოფლობითი და უანგარო დონორების მიერ გაცემული სისხლით შეიქმნას.

 

2011 წლის ივნისიდან „უსაფრთხო სისხლის“სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.

2018 წლის „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში  15 სისხლის ბანკი მონაწილეობს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სისხლის ბანკებთან თანამშრომლობით 2011-2017 წწ. უანგარო დონაციათა რაოდენობა 8 %-იდან  28 %-მდე გაიზარდა.

 

პრესკონფერენცია გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული)

ვებ გვერდი - www.ncdc.ge 

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

მისამართი:.თბილისი, ასათიანის #9

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

 

 

ძირითადი ფაქტები:

ü  სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის.

ü  სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.

ü  დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ჰეპატიტებზე და შიდსის ვირუსზე.

ü  სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან.

ü  სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების და ორგანოების გადანერგვის დროს.

ü  ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება იხსნათ სამი ადამიანის სიცოცხლე.

ü  სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.

ü  სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია და სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა.

ü  სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.

ü  სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა არის სისხლის ჩაბარება.

ü  სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა.

ü  ყველაზე საამაყო და საპატიოა სისხლის უანგარო რეგულარული დონორობა.

ü  ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ  ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.

 

ü  რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?

ü  სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადაა 42 დღე

ü  თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე.

ü  ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.

ü  საშუალოდ თითო პაციენტზე იხარჯება 4 ერთეული სისხლი.

ü  გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%- 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლი.

ü  სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო, უმტკივნეულო პროცესია და მაქსიმუმ 1 საათს საჭიროებს.