Logo

15 მაისი - შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

title

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, ტრადიციულად, მთელს მსოფლიოში, მაისის მე-3 კვირას აღინიშნება. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე მნიშვნელოვანი პლატფორმაა საზოგადოების მობილაზაციისა და აივ ინფორმირებულობის ამაღლების მიმართულებით. 


ეს დღე პირველად სან-ფრანცისკოში, 1983 წელს აღინიშნა შიდსის დიაგნოზის მქონე ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ. 
უკვე 39 წელია, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასობით ადამიანი იკრიბება, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფიცირებულ ადამიანებს და ანთებული სანთლებით პატივი მიაგოს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას. ამ დღეს ასევე გამოხატავენ მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც სიცოცხლე მიუძღვნა აივ-ით დაზარალებულთა დახმარებას და ხელს უწყობს საზოგადოების მობილიზაციის კამპანიებს. ეს დღე ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი აივ ინფექციის მკურნალობის, პრევენციის, ზრუნვისა და მხარდაჭერის მიმართულებით.


დღეს, მსოფლიოში, აივ-ით თითქმის 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აივ ინფექცია/შიდსი რჩება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევებს შორის. 


შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. შიდსს იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). იგი ამ ვირუ¬სით გამოწვეული დაავადების ბოლო სტადიას წარმოადგენს, როდესაც ძირითადი კლინიკური ნიშნების გამოვლენა ხდება. აივ მიეკუთვნება რეტროვირუსების ოჯახს. თანამედროვე სამკურნალო პრეპარატებით შესაძლებელია დაავადების კონტ¬რო¬ლი და მართვა, მისი ქრონიკულ დაავადებად გადაქცევა და შესაბამისად სიცოცხ¬ლის გახანგრძლივება. საქართველოში არსებული სერვისების ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, რადგან აივ ინფიცირებული პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება დიდ წილად არის დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დაწყებაზე დამოკიდებული. არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა: ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიცია; დაუც¬ველი სქესობრივი კონტაქტი; ინფიცირებული დედიდან ბავშვზე გადაცემა ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვებისას. აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2%-მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება: ანტირეტრო¬ვირუსული თერაპია, საკეისრო კვეთა, სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.


2015 წლის დეკემბრიდან საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა ჯანმოს სტრატეგიას „ვუმკურნალოთ ყველას“. დღეისათვის მკურნალობა უტარდება ყველა აივ/შიდსით ავადმყოფს იმუ¬ნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად. ბოლო წლებში აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბოლო 3 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა აივ ახლად ინფიცირების შემთხვევების კლება. საქართველომ 2004 წლიდან უზურნველყო აივ/შიდსის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ (არვ) მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ საბჭოთა ქვეყნების ფარგლებში. არვ მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისათვის, შედეგად, აივ/შიდსით პაციენტებში სიკვდილობა 5-ჯერ და მეტად შემცირდა.