Logo

ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში“

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში  გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის  "ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში” მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომა. შეხვედრა  მისასალმებელი სიტყვით გახსნა თამარ გაბუნიამ. დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივო ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, პროექტის ლიდერი ფინეთიდან „კომპონენტის ლიდერები და "ექსპერტიზა საფრანგეთის“ ექსპერტები.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კომუნიკაციისა და პარტნიორობის გაძლიერების ინსტრუმენტები ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის გაძლიერების პროცესში სხვა პარტნიორ ინსტიტუციებთან და სამინისტროებთან უკეთესი კოორდინაციისა და თანამშრომლობის მიზნით. ასევე, ბოლო სამი თვის მანძილზე განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაცია გაკეთდა. შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა.