Logo

ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების პროგრამის (GHSA) რეალურ დროში ბიოლოგიური ზედამხედველობის სამოქმედო პაკეტში პროგრესის დაჩქარება 26.03.2018

title

2018 წლის 26-28 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, როგორც გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის (GHSA) და ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR) საკონტაქტო უწყების და ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით პირველად იმართება ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის საერთაშორისო შეხვედრა

„ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების პროგრამის (GHSA)

რეალურ დროში ბიოლოგიური ზედამხედველობის სამოქმედო პაკეტში

პროგრესის დაჩქარება

შეხვედრას ესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ნოდარ კერესელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და  აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელი პირები. ასევე, ევროპის, აზიის და აფრიკის გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის რეალურ დროში ბიოზედამხედველობის პაკეტის პარტნიორი და მხარდამჭერი 15-მდე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები.

შეხვედრის ამოცანებია:

                      გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის რეალურ დროში ბიოზედამხედველობის სამოქმედო პაკეტის, პარტნიორ და მხარდამჭერ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერება, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით;

                      გამოცდილების გაზიარება;

                      დაავადებებზე ზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემის გაძლიერება,

რომელიც ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპის ფარგლებში ხელს შეუწყობს დაავადების გამოვლენასა და კონტროლს;

                      ზედამხედველობის სისტემის მდგრადობა: ზედამხედველობისთვის დაფინანსების უზრუნველყოფა, როგორც ხარჯთეფექტური ინვესტიცია;

                      რეალურ დროში ზედამხედველობის სამოქმედო პაკეტის მოლოდინების და

სტრატეგიის განხილვა.

გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივა (Global Health Security Initiative) წარმოადგენს სახელმწიფოთა არაფორმალურ, საერთაშორისო პარტნიორობას, რომლის მიზანია გლობალურად გაძლიერდეს მზადყოფნა ჯანმრთელობაზე და თავიდან იქნას აცილებული  ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული (CBRN) ტერორიზმი. გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ქვაკუთხედის წარმოადგენს: პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება.

გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო პაკეტში შედის 11 პუნქტი:            

1. ანტიმიკრობული რეზისტენტობა;

2. ზოონოზური დაავადებები;

3.ბიოუსაფრთხოება და ბიოდაცვა;

4. იმუნიზაცია;

5. ეროვნული ლაბორატორიის სისტემა;

6. რეალურ დროში ეპიდზედამხედველობა;

7. ანგარიშგება

8. სამუშაო ძალის განვითარება;

9. გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების ცენტრი;

10. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაკავშირება კანონმდებლობასთან და მულტისექტორალური სწრაფი რეაგირება;

11. სამედიცინო ღონისძიებები და პერსონალი.


საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, აქტიურად უჭერს მხარს გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების განხორციელებას. იგი არის ლიდერი „რეალურ დროში ბიოზედამხედველობის“ სამოქმედო პაკეტის და მხარდამჭერი „ზოონოზური დაავადებების“ და „ეროვნული ლაბორატორიული სისტემის“ სამოქმედო პაკეტებისა.

ღონისძიება გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალი ადმინისტრაციული კორპუსის შენობაში.