Logo

ვაქცინაციის მარათონი მარნეულში 20.11.2021

title 2021 წლის 20 ნოემბერს ქ.მარნეულში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა. სტუმრებს ადგილზე მიეცათ შესაძლებლობა, COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართულიყვნენ და აცრა "პფაიზერის", "სინოფარმის" ან "სინოვაკის" ვაქცინით გაეკეთებინათ.

ვაქცინაციის წამახალისებელ აქტივობებს მარნეულში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი დაესწრნენ. ღონისძიებებს ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - შოთა რეხვიაშვილი და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი - ზაურ დარგალი.

პაატა იმნაძის განცხადებით, ღონისძიების მიზანი მიღწეულია, ადამიანებმა ვაქცინაციის შესახებ ყველა ინფორმაცია მიიღეს.

"ძალიან ბევრ პენსიონერს ვხედავ აქ, ათეულობით ადამიანი აიცრა, ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან მთავარი იყო, რომ ადამიანამდე მისულიყო ყველა ინფორმაცია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ღონიძიება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. ანალოგიური აქტივობები სხვადასხვა ქალაქშია დაგეგმილი.

ღონისძიების მიმდინარეობისას ვაქცინირებული მოქალაქეები სხვადასხვა ვაუჩერით დასაჩუქრდნენ.