2018 წლის 24 სექტემბერს სასტუმრო „კასტელო მარეში“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის“ (BNSR), სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ორგანიზებით და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით
კონფერნციას დაესწრნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის“ (BNSR) და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრბის (CDC), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მსოფლიოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (OIE) წარმომადგენლები და ექსპერტები ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, უკრაინა, მოლდოვა, უზბეკეთი, ბელორუსია, თურქეთი.
შეხვედრა ეძღვნებოდა სისტემის გაძლიერებას და „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების წარმატებით იმპლემენტაციას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური მიდგომების საშუალებით. შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშუალება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ზოონოზური დაავადებების ეპიდზედამხედველობის ნაწილში გაცვალათ ინფორმაცია; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერების მიზნით გააუმჯობესონ არსებული მონაცემები ლაბორატორიულ-ეპიდემიოლოგიური კოორდინაციის გზით; „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომები გამოიყენონ ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და სურსათის უვნებლობის საკითხების გადასაჭრელად; BNSR-ის პლატფორმა გამოიყენონ ენდემური და აღმოცენებადი დაავადებების საფრთხეებისგან თავდასაცველად. ზემოაღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთ ამოცანას ასევე წარმოადგენდა ქსელის გაფართოება და თანამშრომლობის განვითარება ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: მოლდოვა, უზბეკეთი, ბელარუსი, თურქეთი და სხვ.
BMJ სესიაზე ლონდონის ოფისის წარმომადგენლებმა რეგიონში პროექტის წარმატებულად მიმდინარეობის ნიშნად მადლობის სიგელები გადასცეს ბატონ ზაზა ბოხუას, ბატონ ამირან გამყრელიძეს და ბატონ ვიქტორ გასიმოვს.