Posted on:
17.10.2020
title
2021 წლის 5 ივნისს ქ.ზუგდიდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება.
ცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქ.ზუგდიდში მდებარე კლინიკები, შეხვდნენ სამედიცინო პერსონალს. მოინახულეს ქ.ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს.