Logo

საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის (FETP Frontline) მეორე კოჰორტის გამოსაშვები შეხვედრა 20.12.2019

title 2019 წლის 20 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის (FETP Frontline) მეორე კოჰორტის გამოსაშვები შეხვედრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აშშ-ს საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსს (FETP Frontline). სწავლების მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის და ადამიანური რესურსების გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე. სწავლებაში ძირითადად მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული განყოფილებების ეპიდემიოლოგები. შეხვედრაზე რეზიდენტებმა არადგინეს საკუთარი ნაშრომები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და რეზიდენტებს ცენტრის სახელით გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.