Logo

დაიცავი თავი სიცხისგან და დაეხმარე სხვებს!

title ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების შეფასების პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციების: „საფრანგეთის ექპსერტიზისა“ და ფინეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტის ინიციატივით, სამოქალაქო სექტორისთვის 2023 წლის 29 მაისს გამოცხადდა 1 წუთიანი ფილმების კონკურსი ჯანმრთელობაზე თბური ტალღების ზეგავლენისა და რისკის მართვის თემაზე.

დაძმობილების პროექტში წარმოდგენილ იქნა 7 მოკლემეტრაჟიანი ფილმი კერძო პირებისგან, კონკურსის შედეგები შეაჯამა .საფრანგეთისა და ფინეთის კომუნიკაციის სპეციალისტების, გარემოს დაცვის,  გარემოს ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტებისგან შექმნილმა კომისიამ.

გამარჯვებულად გამოცხადდა მოქალაქე თამარ ზარქუას მიერ გადაჭებული ფილმი, რომელშიც მარტივი ენით და ლაკონურად არის მოწოდებული ძირითდი მესიჯები, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი და ვიზრუნოთ სხვებზე თბური ტალღების დროს.

საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი ზემოქმედება მოიცავს უფრო ხშირ, ინტენსიურ და გახანგრძლივებულ სიცხეებს, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში (თბილისი, თელავი, ზუგდიდი), რაც პირველ რიგში გავლენას ახდენს მოწყვლად მოსახლეობაზე. 2020-2049 წლებში, აღნიშნულ ქალაქებში მოსალოდნელია თბილი, ცხელი და ძალიან ცხელი დღეების რაოდენობის ზრდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ აუცილებელია სიცხისგან თავის დაცვის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, რათა მოსახლეობამ უკეთ დაიცვას თავი თბური ტალღების ზემოქმედებისგან ჯანმრთელობაზე.

დაძმობილების პროექტი მადლობას უხდის მონაწილეებს კრეატიულობისა და თბური ტალღების ადამიანის ჯანმრთელობაზე მოსალოდნელი უარყოფითი გავლენის  დემონსტრირებისთვის.

დაიცავი თავი სიცხისგან და დაეხმარე სხვებს!


ვიდეო