title
2018 წლის 17 ივნისს დაავადებათა კონტროლისდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორსო სამეცნიერო კონფერენცია და სკოლა სახელწოდებით
ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში:
იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ
ღონისძიება მიმდინარეობს 15-19 ივნისის ფარგლებში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (15.06.2018), სასტუმრო „რედისონი-ბლუ“ (16-17.06.2018), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (18.06.2018), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (19.06 2018).
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მოხსენება გააკეთეს აშშ და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების და კვლევითი ინსტიტუტების ლექტორებმა.
სამეცნიერო სკოლის ფარგლებში 80 სტუდენტი გაივლის თეორიულ კურსს კლინიკური და ფუნდამენტური იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ონკოიმუნოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის, ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით. სკოლა მიზნად ისახავს დაანახოს მომავალ მეცნიერებს და პრაქტიკოს ექიმებს იმუნოლოგიის დარგში ბიოსამედიცინო კვლევების პოტენციალი კონკრეტული პრობლე-მების გადაწყვეტის გზაზე.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს რიჩარდ ლუგარის სახელობის სამეცნიერო/კვლევითი ლაბორატორია.