title
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულია სანოფი პასტერის წარმოების სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. მწარმოებელი ქვეყანა არის საფრანგეთი. ვაქცინის სამარკო დასახელებაა ვაქსიგრიპ ტეტრა/VAXIGRIP TETRA. ვაქცინა სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ შტამურ შემადგენლობასთან. ვაქცინა არის ოთხ კომპონენტიანი:
A/Guangdong-Maonan/SWL1536/2019 (H1N1)pdm09 – მსგავსი შტამი
(A/Guangdong-Maonan/SWL1536/2019, CNIC-1909) . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA
A/Hong Kong/2671/2019 (H3N2) – მსგავსი შტამი (A/Hong Kong/2671/2019, IVR-208) - 15 მკგ HA
B/Washington/02/2019 – მსგავსი შტამი (B/Washington/02/2019, ველური ტიპი) - 15 მკგ HA
B/Phuket/3073/2013 – მსგავსი შტამი (B/Phuket/3073/2013, ველური ტიპი) - 15 მკგHA
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
2020–2021 წლის გრიპის სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკ-ჯგუფების და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების ჩამონათვალი განისაზღვრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების და ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე:
ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები:
ა.ა) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.ბ) გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.გ) დიაბეტის მქონე პირები;
ა.დ) დიალიზზე მყოფი პირები;
ა.ე) C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
ა.ვ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
ბ.ბ) ორსულები;
გ) ‘’სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის N 01/ - 6/ნ ბრძანებით განსაზღვრული სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები:
გ.ა.) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:
გ.ა.ა.) ექიმები;
გ.ა.ბ.) ექიმი-რეზიდენტები;
გ.ა.გ.) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);
გ.ა.დ.) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;
გ.ა.ე.) ბებიაქალები;
გ.ა.ვ.) სტომატოლოგები;
გ.ა.ზ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;
გ.ა.თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
გ.ა.ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან;
გ.ბ.) ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:
გ.ბ.ა.) ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
გ.ბ.ბ.) მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერ მების თანამშრომლები;
გ.ბ.დ.) ვეტერინარები;
გ.ბ. ე) ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;
გ.გ.) სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი:
გ.გ.ა.) ადრეული სკოლამდელი აღზრდისა დ ა განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;
გ.დ) თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
გ.დ.ა.) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.ბ.) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.გ.) საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.დ.) სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი,
რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.
გ.ე.) პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;
გ.ე.ა.) პატიმრობის დაწესებულება,
გ.ე.ბ.) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება,
გ.ე.გ.) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.