Logo

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ბაქტერიოლოგიისა და სეროლოგიის ლაბორატორიებს ISO15189 მიენიჭა

title

2021 წლის 25-29 ოქტომბერს ლუგარის ცენტრის ზოგადი ბაქტერიოლოგიისა და სეროლოგიის ლაბორატორიებში წარმატებით ჩატარდა სააკრედიტაციო შეფასება. აუდიტის მიზანი იყო ლუგარის ცენტრის უწყვეტი განვითარების და ხარისხის ელემენტებთან შესაბამისობის დადგენა. ლაბორატორიებმა სრულად დააკმაყოფილეს ISO 15189 სტანდარტის მოთხოვნები, რის შედეგად აღნიშნულ ლაბორატორიებს ამერიკული სააკრედიტაციო ორგანოს ANAB-ის მიერ მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია ISO15189


სერტიფიკატი