Logo

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის მიმართვა დიდი ოცეულის (G-20) ლიდერებისადმი

title

გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიო გუტიერესმა 2020 წლის 23 მარტს გააკეთა მიმართვა, რომელშიც მხარი დაუჭირა დიდი ოცეულის (G-20) ლიდერთა გადაწყვეტილებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კატასტროფული გამოწვევების საპასუხოდ საგანგებო ვირტუალური სამიტის გამართვასთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა, რომ გლობალური ჯანმრთელობის კრიზისის პერიოდში, რომელიც მოქმედებს ადამიანებზე და ანგრევს გლობალურ ეკონომიკას, მსოფლიოს მოლოდინები მიმართულია მსოფლიო ლიდერების შეთანხმებულ და გადამწყვეტ მოქმედებებზე. 

მან აღნიშნა ის 3 კრიტიკული სფერო, რომელთანაც დაკავშირებით საჭიროა მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება დაგეგმილ  G-20-ის სამიტზე:

  1. კოორდინაცია და თანამშრომლობა ვირუსის დასამარცხებლად

ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია პანდემიის დამარცხება მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყილ იქნას უსაფრთხოება ყველგან.

მოვუწოდებ G-20-ის ლიდერებს, შემუშავდეს ძლიერი რეაგირების მექანიზმი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც გააძლიერებს გლობალური რეაგირების მექანიზმებს და ქვეყნებს მისცემს საშუალებას, გააძლიერონ შესაძლებლობები ინფექციის გავრცელების შესაკავებლად ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ტესტები, მიდევნება, კარანტინი, დაავადებულთა მკურნალობა და კოორდინირებული ქმედებები გადაადგილებისა და კონტაქტების შეზღუდვის მიზნით. აღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობას სამეცნიერო კუთხით, რომელიც მიმართულია ვაქცინისა და სამკურნალო საშუალებების შესამუშავებლად.

ასევე საჭიროა გლობალური ძალისხმევის მიმართვა სამედიცინო და დამცავი საშუალებების მზარდი მოთხოვნის უკეთესად განსაზღვრის მიზნით, კრიტიკული მარაგების გაზრდისა და შესყიდვის ხელშესაწყობად და დამატებითი სატრანსპორტო და მომარაგების გზების დასადგენად. გაერო მზად არის ხელი შუწყოს ასეთ ძალისხმევას, რომელიც ებოლასთან ბრძოლის გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ჩვენი გლობალური მარაგების ქსელი სრულად თქვენს განკარგულებაშია.

ამ მიზნით ჩვენ უნდა შევქმნათ კოორდინირებული მექანიზმი და მოვახდინოთ რესურსების მობილიზება, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანაბარი შესაძლებლობები განვითარებადი ქვეყნებისთვის  კრიზისთან გამკლავების მიზნით.

ვთხოვ G-20-ის ქვეყნებს, გააუქმონ ტარიფები, ქვოტები და არასატარიფო მექანიზმები და მოხსნან შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე და რომელიც გავლენას ახდენს სამედიცინო აპარატურის, მედიკამენტებისა და პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი სხვა პროდუქციის მიწოდებაზე.

ასევე მოვუწოდებ ქვეყნებს, მოუხსნან სანქციები სხვა ქვეყნებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სათანადო წვდომა საკვებზე, აუცილებელ სამედიცინო მარაგებსა და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამედიცინო საშუალებებზე.

  1. უნდა შევამციროთ COVID-19-ის სოციალური და ეკონომიკური გავლენა თითოეულ ადამიანზე და ხელი შევუწყოთ სიტუაციის სწრაფ გაუმჯობესებას ყველგან

მიმდინარე წლის ბოლოსთვის პანდემიით გამოწვეული ზარალი ალბათ ტრილიონობით დოლარს შეადგენს. G-20-ის ლიდერების საპასუხო რეაქცია უნდა იყოს თანმიმდევრული და გადამწყვეტი, ის უნდა მოიცავდეს დიდი ოდენობით რესურსების ჩადებას ეკონომიკაში, რომელიც მიაღწევს ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებლებს მთლიან შიდა პროდუქტში გლობალურად.

ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ „ჩვეულებრივი ბიზნესის“ ეკონომიკური წესები და პოლიტიკის მექანიზმები აღარ მუშაობს.

2008 წლის შემთხვევიდან განსხვავებით საქმე არ გვაქვს საბანკო კრიზისთან. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სისტემის ლიკვიდურობა უნდა იყოს გარანტირებული, ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ადამიანებზე - ოჯახებზე, დაბალანაზღურებად მუშაკებზე, მცირე და საშუალო ბიზნესზე და არაფორმალურ სექტორზე. 

მოვუწოდებ G-20-ის ლიდერებს,  შეიმუშავონ ფართომასშტაბიანი, ტრილიონობით დოლარზე გათვლილი კოორდინირებული სტიმულირების პაკეტი, რომელიც მიმართული იქნება რესურსების პირდაპირ ჩადებაზე იმ ქვეყნების ეკონომიკების, დასაქმებულებისა და ოჯახებისთვის, რომლებიც ამის განხორციელებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ. აღნიშნული უნდა მოიცავდეს ფულადი გადარიცხვების გაზრდის ღონისძიებებს, სოციალური დაცულობის გაზრდას,  გადასახადების შემცირებას, ფისკალურ სტიმულირებას, საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, კრედიტებზე წვდომის გაზრდას, დაზღვევისა და სახელფასო მხარდაჭერის სქემებს. აღნიშნული აქტივობები უნდა განხორციელდეს კერძო პროტექციონიზმის გარეშე.

ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ G-20-ს, რომელზეც გლობალურად, მთლიანი შიდა პროდუქტის 85% მოდის, კრიტიკული როლი ენიჭება განვითარებადი ქვეყნების კრიზისთან გამკლავების საქმეში მხარდასაჭერად. შესაბამისად, დახმარების მეორე პაკეტი, რომელსაც ჩვენ ველოდეით, არის განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერი პაკეტი.

G-20-ს შეუძლია მოახდინოს დაუყოვნებელი ლიკვიდურობის შემცირება განვითრებადი მსოფლიოს კერძო და ფინანსურ სექტორზე, სავაჭრო კრედიტების, საგარანტიო სქემებისა და სხვა პოგრამების მეშვეობით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, G-20-ს შეუძლია განვითრებადი ქვეყნებს დაეხმაროს, დამზოგველი ფინანსირების მექანიზმებზე წვდომის გაზრდაში.

დღესდღობით საერთშორისო სავალუტო ფონდში არსებული რესურსები არ არის საკმარისი არსებული კრიზისის დასაძლევად და ჩვენ უნდა შევძლოთ მისი გაზრდა. ვალების რესტრუქტურიზაცია ასევე პრიორიტეტულია, რომელიც მოიცავს 2020 წლის საპროცენტო განაკვეთების დაუყოვნებელ შეჩერებას. ამ მიზნით ასევე აუცილეელია კოორდინირება სხვა დიდ ცენტრალურ ბანკებთან.

ოთხშაბათს, 2020 წლის 25 მარტს, მე ვიწყებ ჰუმანიტარულ კამპანიას, რომელიც ფოკუსირებული იქნება პირველ რიგში, 40 ყველაზე დაუცველ ქვეყანაზე, რომელზეც COVID-19-ის გავლენა განსაკუთრებით მწვავე იქნება. ამ კრიტიკული მხარდაჭერის გარეშე იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ჯანდაცვის სისტემები განსაკუთრებით მყიფეა, ვშიშობ, ვირუსით გამოწვეული შედეგები განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

მოვუწოდებ G-20-ის ლიდერებს, თავისი წვლილი შეიტანონ აღნიშნულ კამპანიაში.

3. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, რომ ”აღვადგინოთ უკეთ“, განვითარების უფრო მეტად ინკლუზიური და მდგრადი მოდელების ჩართვით

არსებული კრიზისი არის მკაფიო შეხსენება იმისა, რომ კაცობრიობა იზიარებს  საერთო ბედს და რომ აუცილებელია წინასწარი ინვესტიციების უზრუნველყოფა პანდემიის დროს კატასტროფული რისკების შესამცირებლად.

 

ეს ასევე არის გარდამტეხი მომენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებისთვის. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ყველაზე ნაკლებად დაზარალდა ძლიერი  სოციალური დაცვის სისტემების მქონე ქვეყნები და ისინი ყველაზე სწარაფად გამოვიდნენ ფინანსური კრიზისიდან.  


მსოფლიო  შეთანხმდა სამოქმედო ჩარჩოზე - მდგრადი განვითარების  2030 წლის დღის წესრიგი და პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ, რომლებიც დღესაც წარმოადგენენ გზამკლევს ხალხისა და პლანეტისთვის. 

ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, რომ ამ კრიზისის შემდგომი აღდგენითი სტრატეგია  იყოს დაფუძნებული გრძელვადიანი პერსპექტივების მიზნებზე, რაც ითვალისწინებს  მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის შექმნას.


რიგგარეშე შეხვედრა საშუალებას მისცემს G-20 ლიდერებს გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯი COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში, აღადგინონ საზოგადოებრივი ინსტიტუტების  ნდობა და სოლიდარობის კუთხით უკეთესი მომავლის იმედი.


დარწმუნებული ვარ, მხოლოდ საერთაშორისო კოორდინაციამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ყველაზე ცუდი სცენარი. ახლა, როგორც არასდროს  საჭიროა G-20 – ის ლიდერების შეთანხმებული მოქმედების ერთიანი გზავნილის შემუშავება. 


გაერო,  ქვეყნებში მისი ოფისების გლობალური ქსელითა და პარტნიორებით,  მზად არის იმუშაოს G-20–ის ქვეყნებთან ერთად. ერთობლივად ჩვენ შევძლებთ  გლობალური ეკონომიკა და ხალხი გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან.


ველი კონკრეტული ვალდებულების კომპლექტს G-20 - ის ლიდერების ვირტუალური შეხვედრიდან.


ანტონიო გუტიერესი