Posted on:
09.10.2020
title
2021 წლის 12 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის ელჩის მოადგილე - ქალბატონი რაიან ჰარისი საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრაზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ბატონმა ამირან გამყრელიძემ ფართოთ ისაუბრა ამერიკულ პარტნიორულ ორგანიზაციებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის სფეროებზე და იმ მიღწევებზე, რომლებიც აღნიშნული კოლაბორაციის დამსახურებაა. ქ-მა ჰარისმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელობას პროდუქტიული და წარმატებული თანამშრომლობისათვის და ყველა იმ კონტრიბუციისთვის, რაც ემსახურება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებას და მდგრადობას.