Logo

ბიოუსაფრთხოების კურსების აკრედიტაციის შესახებ

title

სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულმა პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებმა - „ბიოუსაფრთხოების ზოგადი პრინციპები“ - გაიარა რეაკრედიტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ბაზაზე.


მოწოდებული ბიოუსაფრთხოების კურსები შემუშავებულია იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის: 1.სამედიცინო/ბიოლოგიური/ვეტერინარული ლაბორატორიებისა და დაწესებულებების  თანამშრომლებისთვის; 2.ბიოლოგიურ მასალასთან შეხებაში მყოფ პირთათვის (ექიმი, ექთანი, ეპიდემიოლოგი საზ. ჯანდაცვის მუშაკი, ვეტერინარი და ა.შ.); 3.სამედიცინო დაწესებულების, სამედიცინო და ვეტერინარული ლაბორატორიის, სამეცნიერო/ბიოლოგიური პროფილის  მენეჯერული რგოლის თანამშრომლთათვის.


სასწავლო/სატრენინგო კურსები მოიცავს ბიოუსაფრთხოების იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ლაბორატორიის/დაწესებულების შიგნით პათოგენური აგენტების გავრცელების რისკების მართვისკენ არის მიმართული, მათ შორის, ბიორისკების მართვა, საკვლევ მასალაზე მუშაობის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები,   სისხლით და ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემად პათოგენებთან მუშაობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ხმარების წესი, ლაბორატორიაში წარმოქმნილი ბიოლოგიური ნარჩენების განკარგვა, დეზინფექცია, სტერილიზაცია, დეკონტამინაცია და სხვა.

 

#

პროგრამის დასახელება

პროგრამის ხანგრძლივობა

პროგრამის ღირებულება  ერთ მსმენელზე (ლარში)

1.

ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა  ბიოუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის

5 დღე

450

2.

ბიოუსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის ზოგადი კურსი ექიმებისათვის

5 დღე

450

3

ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა ბიო-სამედიცინო  (ვეტერინარული) დაწესებულებების მენეჯერებისათვის

3 დღე

450

 

სასწავლო-სატრენინგო კურსები ამოქმედდა 2021 წლის 1 დეკემბრიდან.

მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 10 დეკემბრამდე. სწავლება დაიწყება 13 დეკემბერს.

რეგისტრაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე: m.dolidze@tsmu.edu

ტელ: 577743663, 25542550

კურსის შინაარსსა და თემებზე დამატებითი ინფრომაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:

ელ. ფოსტაზე: ncdc@ncdc.ge ; k.zaridze@ncdc.ge ;

ტელ: 577131416