title
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ერთობლივი პროექტის ‘’ლაბორატორიების ხარისხის კონტროლის ეროვნული პროგრამის დანერგვა საქართველოში’’ ფარგლებში 20-21 აპრილს ბორჯომში გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა. აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებმა , საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებმა და პროექტში მონაწილე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კლინიკური ლაბორატორიებიდან მოწვეულმა სტუმრებმა.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა პროექტში მონაწილე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კლინიკური ლაბორატორიების წარმომადგენლები გაცნობოდნენ ორი წლის განმავლობაში დაგროვილი მონაცემების სტატისტიკურ ანალიზსა და პროექტის მიმდინარე პროცესებს.კერძოდ , თუ როგორ მოხდა ხარისხის გარე კონტროლის პანელების დიზაინი, მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია, ინდივიდუალური ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
შეხვედრამ ნათლად წარმოაჩინა, რომ ლაბორატორის ხარისხის გარე კონტროლის პროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სიზუსტის მონიტორინგისთვის, კლინიკურ საქმიანობაში დაშვებული შეცდომების იდენტიფიკაციისა და აღმოფხვრისათვის.