Logo

შეხვედრა აზერბაიჯანის ს. იმამალიევის სახ. შავი ჭირის საწინააღმდეგო რესპუბლიკური სადგურის დირექტორთან

title 2019 წლის 8 აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბ-მა ამირან გამყრელიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ს. იმამალიევის სახ. შავი ჭირის საწინააღმდეგო რესპუბლიკური სადგურის ახალ დირექტორთან - ბატონ ტაჰირ ვალიევთან და მის მოადგილესთან ქ-ნ რიტა ისმაილოვასთან. ბატონმა ამირან გამყრელიძემ აზერბაიჯანელ კოლეგებს გააცნო ცენტრის დაარსების ისტორია, სტრუქტურა, მისია და სტრატეგიული პრიორიტეტები, ასევე დეპარტამენტების ძირითადი საქმიანობა და სამომავლო ხედვები. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს რ. ლუგარის სახ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი.