Logo

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის უფასოა

title

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის უფასოა. აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა
• გარდა ამისა, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, გოგონებს, აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 26 წლის ჩათვლით, უფასოდ შეუძლიათ
• ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ ვირუსულ ინფექციას, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებები, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო და სხვა
• ვაქცინაცია ხელს უწყობს აპვ-ს პრევენციას!
• პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები
• აპვ საწინააღმდეგო აცრები ტარდება ქვეყნის მასშტაბით, ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში. ვაქცინაცია შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგ დაწესებულებებში:https://rb.gy/a7s8t