Posted on:
4/6/2022
title
2022 წლის 5 აპრილს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია Pfizer-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, განხორციელდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მორიგი მოწოდება.
Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 აპრილის 13:00 საათიდან ხელმისაწვდომია 15 სხვადასხვა ლოკაციაზე.
თბილისში:
- ს/ს ჩაჩავას კლინიკა
- სს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
- შპს "Express Medical Service"
- შპს "გაგუას კლინიკა"
- შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა
აჭარაში:
- ს.ს."საზღვაო ჰოსპიტალი"
- სს "ევექსის კლინიკები"-ბათუმის პოლიკლინიკა
- სს "ევექსის კლინიკები"-ჩაქვის სამედიცინო ცენტრი
- სს "ევექსის ჰოსპიტლები" – ქობულეთის ჰოსპიტალი
- შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
- შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი
იმერეთში:
- თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი
- შპს "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი"
- ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით
ეწვიეთ პორტალს https://booking.moh.gov.ge/#/, დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი დრო და ადგილი ან მიბრძანდით მითითებულ კლინიკებში. Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა განკუთვნილია 12 + ასაკის მოქალაქეთა პირველადი და ბუსტერ ვაცინაციისთვის