Logo

საქართველოში ფაიზერის ვაქცინის ახალი დოზები შემოვიდა.

title

2022 წლის 5 აპრილს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია Pfizer-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, განხორციელდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მორიგი მოწოდება.
Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 აპრილის 13:00 საათიდან ხელმისაწვდომია 15 სხვადასხვა ლოკაციაზე.

თბილისში:

  • ს/ს ჩაჩავას კლინიკა
  • სს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
  • შპს "Express Medical Service"
  • შპს "გაგუას კლინიკა"
  • შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა

აჭარაში:

  • ს.ს."საზღვაო ჰოსპიტალი"
  • სს "ევექსის კლინიკები"-ბათუმის პოლიკლინიკა
  • სს "ევექსის კლინიკები"-ჩაქვის სამედიცინო ცენტრი
  • სს "ევექსის ჰოსპიტლები"  – ქობულეთის ჰოსპიტალი
  • შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
  • შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი

იმერეთში:

  • თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი
  • შპს "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი"
  • ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა




მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით
ეწვიეთ პორტალს https://booking.moh.gov.ge/#/, დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი დრო და ადგილი ან მიბრძანდით მითითებულ კლინიკებში. Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა განკუთვნილია 12 + ასაკის მოქალაქეთა პირველადი და ბუსტერ ვაცინაციისთვის