Logo

ფაქტები ომიკრონის შესახებ

title

SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში, საერთაშორისო ანგარიშგება ჯანმო-ში მოხდა 24 ნოემბერს, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა ვარიანტს შეშფოთების სტატუსი (VOC) და დაერქვა ომიკრონი . შტამის გამოვლენას დაემთხვა ახალი შემთხვევების მატება ქვეყანაში. აღმოჩენის მიუხედავად, მაღალია ალბათობა, რომ შტამი ამ ქვეყანაში არ წარმოქმნილა და მათი სექვენირების მაღალი პოტენციალის გამო მოხდა პირველი იდენტიფიცირება.


                                     

ფიგურა 1 დადასტურებული შემთხვევები 1 მლნ პოპულაციაზე,                 ფიგურა 2 დადასტურებული შემთხვევების 2-კვირიანი ინტერვალით % ზრდა

2 კვირიანი ინტერვალით



ფიგურა 3 სიკვდილიანობის ცვლილების % მაჩვენებელი 2 კვირიანი ინტერვალით


დადასტურებიდან 2 კვირაში სამხრეთ აფრიკის რეგიონში, სადაც აღირიცხა მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებლმა 1%-დან 16.4%-მდე აიწია. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, 35 წლის ქვევით და განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვებში. აღსანიშნავია, რომ ეს კოჰორტა ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულია და მეტად სოციალურად აქტიური. ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 20-44 ასაკობრივ ჯგუფში და 2 წლის ქვევით ბავშვებში.
ახალი შტამი ქვეყანაში სექვენირებული ნიმუშების 74%-ს შეადგენს და თითქმის ჩაანაცვლა დელტა შტამი.
ამ დროისათვის დადგენილია, რომ ომიკრონის შტამი 4-ჯერ უფრო გადამდებია დელტა შტამთან შედარებით. გადაცემის და შემთხვევების გაორმაგების პერიოდი 1.5-3 დღით განისაზღვრება. 3-ჯერ გაიზარდა რეინფიცირების სიხშირე.
გარკვეული კვლევა ვარაუდობს, რომ ომიკრონს შეუძლია მოახდინოს სპეციფიკური მუტაცია (ins214EPE) სხვა ვირუსის გენომიდან, როგორიცაა სეზონური კორონავირუსი, რომელიც იწვევს გაციებას.
ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმო-ს 6 რეგიონში. 19 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 90-ზე მეტ ქვეყანაშია აღრიცხული და უმეტეს მათგანში დაწყებულია შიდა გავრცელება.




ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70 ქვეყანამ პრევენციის მიზნით მკვეთრად გაამკაცრა მიდგომები, მათ შორის საზღვარზე შემომსვლელთა რეგულაციები და დააწესა შეზღუდვები, რითაც უმეტეს ქვეყნებში წინა საახალწლო და საშობაო ღონისძიებები გაუქმდა.
ამასთან, არსებული მონაცემებით, ომიკრონის შემთხვევაში შემცირებულია ინკუბაციური პერიოდი, რის გამოც ქვეყნების ნაწილმა საზღვარზე შესვლამდე დაიწყეს უარყოფითი პჯრ ტესტის მოთხოვნა.
ომიკრონს ახასიათებს 50-მდე მუტაცია, რომელთა კომბინაცია აქამდე არ აღრიცხულა.


შესაბამისად, აქვს აქამდე აღმოჩენილ შტამებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილი 26-32 სპაიკ ცილის მუტაცია (ტესტირებისთვის მნიშვნელოვანი 69-70 დელეცია სპაიკ ცილაში), რომელიც პასუხისმგებელია მასპინძელი უჯრედის ამოცნობაზე და არის ორგანიზმის იმუნური პასუხის მთავარი სამიზნე. აღნიშნული მუტაციების ანალოგები დადგენილია დელტა და ალფა ვარიანტებში, რაც შესაძლოა იყოს გარკვეულწილად მიზეზი დაავადების მიმდინარეობის შემდგომი დამძიმების და ინფექციის-მაბლოკირებელი ანტისხეულების ეფექტურობის შემცირების, განსაკუთრებით  D614G, N501Y and K417N მუტაციების გამო. ასევე, მნიშვნელოვანია სპაიკ ცილის მუტაცია 346K, რაც რეინფიცირების მომატებულ სიხშირესთან არის ასოცირებული. 


პჯრ ტესტიდან ThermoFisher TaqPath ავლენს ვირუსს, რადგან ჩანს სამი სამიზნე გენიდან S გენის არარსებობა, რაც ამ შტამის დადგენის მარკერია. კვლევის ქვეშაა ანტიგენის ტესტებს რამდენად შეუძლია დაინფიცირების დადგენა.



აღმოჩენილი იქნა ასევე ომიკრონის ორი ქვე-შტამი BA.1 ორიგინალი VOC და BA.2 ახალი ქვე-შტამი. შესაძლებელია, რომ ქვე-შტამებს დაავადების განსხვავებული მიმდინარეობა ჰქონდეთ. 
ჯანმო-ს განცხადებით, არსებული მკურნალობის მეთოდებიდან, კორტიკოსტეროიდები და IL6 რეცეპტორების ბლოკატორები ინარჩუნებენ ეფექტურობას მძიმე მიმდინარეობასთან მიმართებაში.
მონაცემები უჩვენებს, რომ ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა მსუბუქიდან მძიმემდე ვარირებს, გრიპისმიერი მოვლენები უფრო მწვავედ არის გამოხატული, თუმცა ტიპიური სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება. გარკვეული მონაცემები გაზიარდა გაერთიანებული სამეფოსა და სამხრეთ აფრიკის მეცნიერების მხრიდან დაავადების მიმდინარეობსა და ჰოსპიტალიზაციაზე.  მიმდინარეობის მიხედვით შედარდა წინა თარიღების მაჩვენებელს და ნანახი იქნა, რომ ყველა დადასტურებული შემთხვევიდან ½ ესაჭიროება კრიტიკული ზედამხედველობა, მაშინ როცა წინა შემთხევევბში 2/3-ს ესაჭიროებოდა. სამხრეთ აფრიკაში მთლიანი მოსახლეობის რაოდენობიდან, ჯამში 29%-ით შემცირებულია ჰოსპიტალიზაცია წინა შტამებთან შედარებით. შესაბამისად, დროის იგივე ინტერვალში, ომიკრონი, დელტა შტამისგან განსხვავებით, აინფიცირებს 3-6-ჯერ მეტ ადამიანს, თუმცა მიმდინარეობა შესაძლოა უფრო მსუბუქი იყოს. გადაცემის და შემთხვევების გაორმაგების პერიოდი 1.5-3 დღით განისაზღვრება.


მონაცემები მტკიცებულებით წარმოდგენილია, რომ ფაიზერის მესამე დოზა მკვეთრად ზრდის მანეიტრალიზებელი ანტისხეულების რაოდენობას (და არა უჯრედულ იმუნიტეტის გაძლიერებას) და იცავს დაინფიცირებისგან. მხოლოდ სრულად აცრილებში, ბუსტერ-დოზის გარეშე, ფაიზერით აცრილებში დაცვა ინფიცირებისგან 33%-ს შეადგენს, ჰოსპიტალიზაციის მიმართ ეფექტურობა 70%-ია, ხოლო მიხნობრივად ახალგაზრდებში (20-40 წლის) 90%-ს უტოლდება.