Posted on:
02.12.2018
title
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარე ევროკავშირის დაძმობილების პროექტის GE/22 „გარემოსა და ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში გარემოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ზედამხედველობის სისტემების შესახებ. შეხვედრის დღის წესრიგი ითვალისწინებდა რამდენიმე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხის განხილვას, კერძოდ: გარემოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ზედამხედველობის სისტემის შექმნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში; 2019 წლის იანვარში TAIEX-ის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებული ცალკეული ასპექტების მიმოხილვა; გარემოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ზედამხედველობის სისტემების მართვის საკითხების მიმოხილვა გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე. შეხვედრა ჩატარდა პროექტის ევროპელი ექსპერტების მიერ მომზადებული პრეზენტაციებისა და შემდგომი დისკუსიის ფორმატში. მასში მონაწილეობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა მიიღეს.