Logo

კიბოს პოპულაციური რეგისტრი - წარმატების ისტორია

title

2020 წელს კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვიდან 5 წლის შემდეგ 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელთა შეფასების შესაძლებლობა მოგვეცა, რაც კიბოს მოვლის ჯაჭვში სუსტი რგოლის იდენტიფიცირების და კიბოს კონტროლის გაძლიერების თვალსაზრისით რელევანტური ცვლილებების განხორციელებაში დაგვეხმარება. პროექტი ,,ონკოლოგიური დაავადებების ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელთა შეფასება კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემების საფუძველზე“, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაციის (InternationalAssociation of National Public Health Institutes (IANPHI)) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წარმატების აღიარება“ მიჩნეულ იქნა როგორც 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა IANPHI–ის ევროპულ ქსელში და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა სერტიფიკატი ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე (2 დეკემბერი, 2020).




 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაცია შეიქმნა 2006 წელს.  მასში გაერთიანებულია 111 წევრი ორგანიზაცია 94 ქვეყნიდან და  ის დახმარებას უწევს  5 მილიარდზე მეტ ადამიანს ექვს კონტინენტზე. ასოციაცია  ერთმანეთთან აკავშირებს და  დახმარებას უწევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე პასუხისმგებელ სახელმწიფო დაწესებულებებს.  IANPHI ეხმარება ქვეყნებს ეროვნული პოტენციალის გაძლიერებაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისეთ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით როგორიცაა Covid-19, გრიპი, ტუბერკულოზი, აივ შიდსი,  არაგადამდები დაავადებები და ა.შ.   საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანდა  2014 წელს.
ასოციაციის მისია: ხელი შეუწყოს გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობების გაძლიერებას ნაციონალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტების ერთმანეთთან დაკავშირებითა და მათი ტრანსფორმაციით.
2020 წელს IANPHI-ის მიერ გამოცხადებული კონკურსი  „წარმატების აღიარება“  მიზნად ისახავდა ასოციაციის წევრი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტებში არაგადამდები და ტროპიკული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სფეროში მიღწეული წარმატებების გამოვლენას. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გამარჯვებულად იქნა აღიარებული ბელგიასა და ესტონეთის ჯანმრთელობის განვითარების ნაციონალურ ინსტიტუტთან ერთად. მიმდინარე წელს კი აღნიშნული წარმატებული ისტორია (success story) გამოქვეყნდა IANPHI-ის გამოცემაში "IANPHI Insider".

გთხოვთ, იხილოთ ბმული:


https://ianphi.org/news/2022/georgia-cancer-registry.html