Logo

FETP Intermediate პროგრამის დაწყება საქართველოში 01.11.2021

title 2021 წლის 1 ნოებერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა აშშ CDC-თან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ფარგლებში საველელე ეპიდემიოლოგიის ტრენინგ პროგრამის (FETP Intermediate) გახსნის ცერემონია. პროგრამა გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოფლის მეურნეობის, კერძოდ, ვეტერინარიის დარგის სპეციალისტებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე გამოყენებითი ეპიდემიოლოგიის პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებას დარგის სპეციალისტებში. აღნიშნული პროგრამის ე.წ. უმაღლესი საფეხური (FELTP Advance Level) საქართველოში ფუნქციონირებდა 2009 წლიდან, რის ფარგლებშიც გადამზადდა სპეციალისტთა 8 კოჰორტა. სწავლებაში ჩართული რეზიდენტები წარმოადგენდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვას.

FETP Intermediate - ში (10 თვიანი) მონაწილეობას მიიღებენ ასევე ზემოჩამოთვლილი ქვეყნების რეზიდენტები და მათ სწავლებას უზრუნველყოფენ CDC ტრენერები და ადგილობრივი FELTP კურსდამთავრებულები მენტორები.

რეზიდენტებს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით მიესალმნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - ბნი ამირან გამყრელიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში - ბნი პაატა იმნაძე; აშშ CDC აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი - ბნი ჩარლზ ვაიტეკი, FETP პროგრამის მრჩეველი საქაქრთველოში - ბნი ტუშარ სინგჰი და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე - ბნი ვასილ ბასილაძე. მისალმებაში თითოეულმა სპიკერმა ხაზი გაუსვა პროგრამის მნიშვნელობას უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების დროული გამოვლენისა და რეაგირების მიმართულებით.