Logo

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

title

2021 წლის 28 ივლისს, 15:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია სლოგანით
 „იCოდე, ჰეპატიტი არ იCდის“
როდესაც ჰეპატიტის გამო ყოველ 30 წამში ერთი ადამიანი კვდება, მოცდის დრო არ არის!
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი პირები; ასევე, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ. 
ჰეპატიტის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ დაწესებულ შვიდ ოფიციალურ, გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დღეებს შორის ერთ-ერთია. ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი, 28 ივლისი, შეირჩა ნობელის პრემიის ლაურეატისა და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის (აღმოაჩინა 1967 წელს) ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდ.
აღნიშნულ დღეს ჯანმო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იმუშაონ ერთად 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის, ელიმინაციისათვის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები და COVID-19 პანდემიის გავლენა საქართველოში ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე.
COVID-19 შეზღუდვებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი რეგულაციების გამო, შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ან ბოლო 24 საათში ჩატარებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი შედეგი. 

პირებს, ვისაც არ გააჩნიათ მსგავსი დოკუმენტი, ანტიგენის ტესტის ჩასატარებლად, გთხოვთ, მობრძანდეთ ღონისძიების დაწყებამდე ერთი საათით ადრე.


ჰეპატიტის მსოფლიო დღე 28.07.2021

პოსტერები