Logo

ვიზიტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 27.04.2021

title 2021 წლის 27 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბატონი ამირან გამყრელიძე შეხვდა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ დავით ნოძაძეს. ასევე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს.

ცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მცხეთის სამედიცინო ცენტრი.

ვიზიტის დასასრულს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.