Logo

საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსი საქართველოში 21.12.2018

title


სამთვიანი ინტენსიური საკლასო მეცადინეობებისა და საველე პრაქტიკის შემდეგ, 2018 წლის 21 დეკემბერს, საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის პირველმა ნაკადმა წარმატებით დაასრულა პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 18 რეზიდენტი აჭარის, იმერეთის და თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან და 6 მენტორი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან. 
საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსი საქართველოში მიმდინარეობდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (US CDC) მხარდაჭერით. 
ღონისძიების მსვლელობისას კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს ფინალური ნაშრომები დაავადებათა ეპიდზედამხედველობის შეფასებისა და ეპიდაფეთქებების კვლევების პროექტების შესახებ, რის შემდეგაც მათ გადაეცათ სერთიფიკატები.